ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ბრალდებებს უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი სცემეს. ის ამაში ყოფილ მთავარ პროკურორს ადანაშაულებს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ კომენტარი გააკეთა თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ღამის კლუბში საქართველოს გენერალური აუდიტორი სცემეს

თორდიას პარასკევს შარდენის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში დაესხნენ თავს. დაზარალებულმა თავდასხმაში ფარცხალაძე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარცხალაძის საქმიანობის პერიოდში (2013 წლის ნოემბერ-დეკემბერი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს ამზადებს.

"კონფლიქტის ინიციატორი იყო თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემ მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული მოქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამდენიმე წამშივე განიმუხტა", — აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ექსკლუზიურად გაავრცელა.

ფარცხალაძის ვარაუდით, თორდია უკმაყოფილოა "ზოგიერთი ქმედებით", რომლებიც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

"შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუე კი, რასაც იგი ჰყვება ტელევიზიების საშუალებით, ჰგავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა, არ გამოვრიცხავ, იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს", — აღნიშნა ფარცხალაძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, ის მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და მზადაა, წარსულში თავისი საქმიანობის თაობაზე ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგინოს.

"შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ჩემი უფლებები, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის", — აღნიშნა ფარცხალაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის ყველა ფაქტის გამოძიება, რომლებსაც, მისი მტკიცებით, თორდია ჩადის ნასვამ მდგომარეობაში.

"მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცველ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი", — განაცხადა ფარცხალაძემ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თბილისში დაჭრეს ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით "ძალადობა", რაც, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოებს ან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას.

ფარცხალაძემ თანამდებობა 2013 წლის ბოლოს დატოვა, როდესაც საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია ახალგაზრდობაში გერმანიაში მისი ნასამართლეობის შესახებ. მაშინ თბილისის მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ფარცხალაძე გერმანიაში 2001 წელს ქურდობისა და ყაჩაღობისთვის გაასამათლეს და ერთი წლისა და ერთი თვის ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

ფარცხალაძემ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ 2000 წელს გერმანიაში ის არა ყაჩაღობის, არამედ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გაასამართლეს.

ყველა ახალი ამბავი
0