თბილისი, 13 მაისი-Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში თავს დაესხნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2 დაზარალებულის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თორდია თავდასხმაში ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს. გენერალური აუდიტორი ამჟამად გამოკვლევებს იტარებს ერთერთ საავადმყოფოში.
„ეს ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელსაც კიდევ სამი-ოთხი მამაკაცი ახლდა. სწორედ მათთან ერთად მცემდნენ“ — განაცხადა თორდიამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ ეს მის პროფესიულ საქმიანობასთან იყოს კავშირში.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს ანგარიშს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, როდესაც მას სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა“- აცხადებს დაზარალებული.
ტელეკომპანიის მონაცემებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 126-ე მუხლით (ძალადობა), რომელიც ითვალისწინებს სასჯელს გამასწორებელი სამუშაოებიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ყველაფერი დამოკიდებულია დანაშაულის ხარისხზე.