ჩინელი ინვესტორები საქართველოს განვითარების ბანკის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას

© FB / Минфин Грузииჩინელი ინვესტორები საქართველოს განვითარების ბანკის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას
ჩინელი ინვესტორები საქართველოს განვითარების ბანკის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინური კომპანიები საქართველოში 1 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალის მქონე ახალი კომერციული ბანკის შექმნას აპირებენ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორ ჩინურ კომპანიასთან — CEFC China Energy Company Limited-თან და Eurasian Invest LLC-თან ხელი მოაწერა დეკლარაციას საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეთანხმების ხელმოწერა ჩინეთსა და საქართველოს შორის - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

ქუმსიშვილი მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმში "ერთი სარტყელი — ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის".

"დეკლარაციის თანახმად, ორივე კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან", — აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ აშშ დოლარი იქნება.

კომპანიებმა უკვე მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისთვის, რათა დაიწყოს შესაბამისი განხილვების ოფიციალური პროცედურები. ახალი ბანკის ფუნქციონირებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია უნდა გასცეს. ამჟამად საქართველოში 16 ბანკი მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0