თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქე ნარკოტიკების გამო დააკავეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებულ აზერბაიჯანის მოქალაქეს შესაძლოა უვადო პატიმრობა შეეფარდოს.

თბილისი, 14 მაისი-Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს  51 წლის აზერბაიჯენელი მოქალაქე.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
უკრაინის მოქალაქე თბილისში ნარკოტიკების პარტიით დააკავეს

დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს 24 ერთეული შეფუთული და დაფასოებული 12 გრამზე მეტი ჰეროინი, ნათქვამია უწყების საიტზე.

ამასთან ნარკოლოგიურმა  შემოწმებამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანელი მოქალაქე თავადაც მოიხმარდა ნარკოტიკს.

სისხლის სამართლის აქმე აღძრულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის  ნარკოტიკული ნივთიერების  „უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვის ან გაყიდვის “ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით  8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო პატიმრობით.


ყველა ახალი ამბავი
0