თამარობის დღესასწაული საქართველოში

გამოწერა
დღეს საქართველოში თამარობას აღნიშნავენ.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და გაბრწყინებული, როგორც თამარის მეფობის ხანაში  - 1184-1213 წლებში. 

თამარ მეფემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგია ყოფილიყო. ქართულმა ეკლესიამ ამ ზრუნვისა და გულუხვობისათვის თამარი წმინდანად შერაცხა და დაადგინა 14 მაისი მისი ხსენების დღედ.

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან —ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც გადმოცემით თამარი ლოცულობდა და ჯვარი დაიწერა დავით სოსლანზე. ტრადიციის თანახმად მსახურებას ატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. საზეიმო ღონისძიებები ტარდება აგრეთვე ქალაქ ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი), სადაც თამარ მეფის დიდი ძეგლია აღმართული.

წმინდა მეფის ხატთან ლოცვა დაგეხმარებათ განიწმინდოთ ავადმყოფობაში გადასული სხვადასხვა  მავნე ჩვევებისგან. ხატს შესთხოვენ სულიერი და ფიზიკური ავადობისგან განკურნებასა და საცხოვრებლის სტიქიური უბედურებისგან დაცვას.


ყველა ახალი ამბავი
0