ლაშა თორდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გენერალურ აუდიტორს პარასკევს დაესხნენ თავს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარ El Centro-ში.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, განუცხადა ჟურნალისტებს ალადაშვილის სახელობის კლინიკის ნევრალგიის განყოფილების ხელმძღვანელმა მარინე ირემაძემ.

ლაშა თოდრიას შაბათს დაესხნენ თავს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარ El Centro-ში. გენერალური აუდიტორი თავდასხმაში საქართველოს მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს, რომელსაც აღნიშნულზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„[ლაშა თოდრიას] მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შეესაბამება დიაგნოზს, რომელიც კლინიკაში დაუსვეს — აქვს თავის ტვინის დახურული ტრავმა. პაციენტი დღეს კლინიკაში რჩება და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა სამართლებრივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას“, — განაცხადა მარინე ირემაძემ.

პროკურატურის წარმომადგენლები სამ საათზე მეტ ხანს კითხავნენ დაზარალებულს. გენერალური აუდიტორის თქმით, მასზე თავდასხმა მისსავე პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რაშიც ასევე დარწმუნებულია მისი მეუღლე მაია ირემაშვილიც.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ღამის კლუბში საქართველოს გენერალური აუდიტორი სცემეს

„ჩემი ინფორმაციით, მისი მეგობრები ჯერ არ დაუკითხავთ. იმედი მაქვს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება“, — უთხრა თოდრიას მეუღლემ ჟურნალისტებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ძალადობის“ მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს გამოსასწორებელი სამუშაოებიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე — დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

„აქ საუბარია იმაზე, რომ მოხდა სახელმწიფო თანამდებობაზე მყოფ პირზე თავდასხმა, რაც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. სისხლის სამართლის კოდექსში ამაზე ცალკე ნორმაა გაწერილი, რომელიც მნიშვნელოვნად მძიმე სანქციას ითვალისწინებს, ვირე ის მუხლი, რომლითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო“, — განაცხადა IDFI-ის ანალიტიკოსმა გიორგი ბერაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ყველა ახალი ამბავი
0