ირაკლი კობახიძემ რეგიონებში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვები შეაჯამა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს რუსთავში გამართული კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას ქვეყნის რეგიონებში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვები შეაჯამა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომავალ კვირაში ვენეციის კომისიასთან კონსტიტუციური კანონპროექტის ძალიან საინტერესო განხილვა შედგება, რაც  საბოლოო ჯამში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის დამტკიცების საშუალებას იძლევა, წერს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
ინაშვილი მდინარაძეს: დარჩენილი ხმები თქვენ და „ნაცმოძრაობამ“ გვრიტებივით გადაინაწილეთ

დღეს რუსთავში გამართული კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას ქვეყნის რეგიონებში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვები შეაჯამა და აღნიშნა, რომ განხილვების მეორე ეტაპი უახლოესი კვირების განმავლობაში დაიგეგმება და გაგრძელდება.

„ჩვენ გვქონდა ათი ერთმანეთზე საინტერესო, ძალიან აქტიური შეხვედრა… ამით არ დასრულებულა საყოველთაო-სახალხო განხილვა. მეორე ეტაპი დაიგეგმება და გაგრძელდება უახლოესი კვირების განმავლობაში და გარდა ამისა, ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განვაგრძოთ კონსულტაციები, მათ შორის, ჩვენს კოლეგებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან“, — განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომავალ კვირაში შედგება შეხვედრა ვენეციის კომისიასთან, რა დროსაც აღნიშნული დოკუმენტის „ძალიან საინტერესო განხილვა“ იგეგმება. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი „მოგვცემს დოკუმენტის შემდგომი დახვეწის და ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის დამტკიცების საშუალებას“.

ყველა ახალი ამბავი
0