ინაშვილი მდინარაძეს: დარჩენილი ხმები თქვენ და „ნაცმოძრაობამ“ გვრიტებივით გადაინაწილეთ

© Sputnik / Alexander Imedashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვიერი დაპირისპირება მდინარაძესა და ინაშვილს შორის კონსტიტუციის იმ ნაწილის განხილვას მოჰყვა, რომელიც არჩევნების შემდეგ გადაუნაწილებელი მანდატების გაყოფას ეხება.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ და „პატრიოტთა ალიანის“ წევრმა ირმა ინაშვილსმა რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო-სახალხო განხილვისას იკამათეს. 

სიტყვიერი დაპირისპირება მდინარაძესა და ინაშვილს შორის კონსტიტუციის იმ ნაწილის განხილვას მოჰყვა, რომელიც არჩევნების შემდეგ გადაუნაწილებელი მანდატების გაყოფას ეხება.

„ჩვენი ოპონენტები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ თავის თავზე ირგებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას. 2016 წლის ეს ბოლო არჩევნები რომ ჩატარებულიყო იმ მოდელის მიხედვით, რა მოდელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას, თავისი ბონუსებითა და რისკების არგამორიცხვით, რაზეც ჩვენ ამ დღეებში ვილაპარაკეთ, ამ შემთხვევაში ნაცვლად 115 ხმისა, მოვიპოვებდით 103 ხმას. სად არის ლოგიკა? ნაცვლად 27 მანდატისა, „ნაციონალური მოძრაობა“ მოიპოვებდა 40 მანდატს, ”პატიორტთა ალიანსი” მოიპოვებდა 1 მანდატით მეტს. სად არის გაუმჯობესება „ქართული ოცნებისთვის?“ ეს არის ტყუილი, პოპულიზმი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი შეეპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ  პოპულიზმის კლასიკური მაგალითი მისთვის ადგილზე განვითარებული მოვლენებია.

„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„თქვენ ამბობთ, რომ მე ვატყუებ საზოგადოებას. თქვენი პოპულიზმის კლასიკური მაგალითია, რასაც მე ვუყურებ ახლა აქ. ამ არჩევნების შემდეგ დარჩენილი ხმები გადაინაწილეთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვრიტებივით. ჩვენ კიდევ 4 მანდატი გვეკუთვნოდა და ამას ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც ცნობილია, საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი — გაერთიანებული ოპოზიცია“ მოითხოვს, რომ ბათილად იქნას ცნობილი ცესკოს მიერ 23 ოქტომბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტი მანდატების გადანაწილების ნაწილში. ისინი ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას მოითხოვენ. „პატრიოტები“ მიიჩნევენ, რომ მანდატები არასამართლიანად და არაკონსტიტუციურად არის გადანაწილებული და მათ 6-ის ნაცვლად მინიმუმ 8 მანდატი ეკუთვნით.

ყველა ახალი ამბავი
0