თბილისი, 13 მაისი — Sputnik. გურჯაანის რაიონ სოფელ ველისციხეში 40 წლის ქალის დამწვარი ცხედარი მეზობლებმა იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
„ლოგინად იყო ჩავარდნილი და ეტყობა, ნორმალურ ჭკუაზედაც არ იყო. გვიან ბავშვი დავაძინე და რაღაც სუნი მეცა, ავედი და ვნახე ამ ამდომარეობაში“, — ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.
მეორე მეზობლის თქმით კი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი საავადმყოფოში იწვა სიმსივნის დიაგნოზით.
თანასოფლელები ამბობენ, რომ სახლში მხოლოდ ის ლოგინია დამწვარი, რომელშიც ქალი იწვა.
ავადმყოფი სახლში მარტო იმყოფებოდა, რადგან მისი მეუღლე სამუშაოდ იყო წასული. ადგილობრივების ვარაუდით, ცეცხლი ქალის ტანსაცემლზე ან საწოლზე დავარდნილმა ანთებულმა ასანთმა გააჩინა.
მომხდარზე გამოძიება „პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს.