თბილისი, 6 მაისი – Sputnik. დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და მიქელაძის ქუჩის კუთხეში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა. დაიწვა 60 კვადრატული მეტრი ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 2 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.