საქართველოში საშიში სამუშაო ადგილები შემოწმდება

© photo: Sputnikახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საქართველოში
ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონიტორინგის ჯგუფი მაღალი რისკის შემცველ ადგილებში სამუშაო პირობებს შეისწავლის, სანამ შრომით კოდექსში სათანადო შესწორებები არ შევა.

თბილისი, 13 მაისი-Sputnik. მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის სამუშაო პირობებს მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში, ნათქვამია ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრძანებას ხელი მოაწერეს მას შემდეგ, რაც 9 მაისს ოთხი მეშახტე დაიღუპა მინდელის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელ ტყიბულის მაღაროში. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაღაროებში შრომის უსაფრთხოება არ არის დაცული.

„შრომითი პირობების შესწავლისა  და ტექნიკური ინსპექტირების მიზნით, მძიმე, მავნე და სახიფათო პირობების შემცველ სამუშაო ადგილებში, რომლებიც  ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო  რისკს შეიცავენ, შეიქმნას ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფები“- ნათქვამია ბრძანებულებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.

შახტა - Sputnik საქართველო
დაღუპული მეშახტეების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

მონიტორინგის ჯგუფი იმუშავებს, სანამ საქართველოს შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილება არ შევა.

საქართველოს პროფკავშირებისა და შსს სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-16 წლებში საწარმოო ტრავმებით გარდაიცვალა 416 ადამიანი და 716-მა მძიმე დაზიანება მიიღო.

2016 წელს სამუშაო ადგილებზე საქართველოში დაიღუპა 58 ადამიანი, ხოლო 84-მა მძიმე დაზიანება მიიღო. რაც შეეხება 2017 წელს, 8 ადამიანი დაიღუპა და სხეულის დაზიანება მიიღო 10-მა.

უბედური შემთხვევების უმეტესი ნაწილი სამშენებლო ობიექტებზე, ენერგეტიკისა  და სამთომომპოვებელ სფეროში დასაქმებულებზე მოდის.


ყველა ახალი ამბავი
0