თბილისი, 13 მაისი — Sputnik. დუშეთის რაიონში ხანდოს ხეობის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებენ, იუწყება ტელკომპანია იმედი.
„ხალხი ვინც აქ დგას, იმიტომ გამოდის, რომ თავის ოჯახებს, ადამიანობას და მამულს იცავს. ჩვენ ვიძახით, რომ ამ ხაზმა აქ არ უნდა გაიაროს“ — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ომარ მელიქიშვილმა.
ტელეკომპანიის ცნობით, სოფელ ჭართლის მოსახლეობა იმით არის უკმაყოფილო, რომ ანძა დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოს იდგმება. ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ სოფელ ბუქუდას სასაფლაოზე გადაინაცვლეს სადაც სამშენებლო სამუშაოს გამო როგორც თავად მოსახლეობა ამბობს საფლავები ითხრება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.