ფასანაურში ადგილობრივები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები დარიალის ხეობაში
მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები დარიალის ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დროს ტყის გაკაფვა იგეგმება, რაც სტიქიურ პროცესებს გააუარესებს.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ფასანაურში ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია "Imedi".

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
საქართველო-სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის სურვილი შვიდ კომპანიას აქვს

ადგილობრივები ფასანაურის გავლით რუსეთიდან სომხეთში ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებენ და გეგმავენ ხელი შეუშალონ მშენებლობას. მათი განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების დროს მთიულეთის ქედზე 30-50 მეტრის სიგანის ხეების გაჭრა იგეგმება, რასაც შეიძლება მეწყერი და ზვავი მოჰყვეს.

გარდა ამისა, ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გადამცემი ანძები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ბოძების დამონტაჟებას სოფლის გვერდის ავლით ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მშენებელი კომპანია "ენერგოტრანსი" დაბის მცხოვრებლების პრეტენზიებს გეოლოგების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე უპირისპირდება.

ყველა ახალი ამბავი
0