თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც გამართავს შეხვედრებს უმაღლეს დონეზე, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დაგეგმილია კვირიკაშვილის მოლაპარაკებები მის ესტონელ კოლეგა იური რატასთან, ესტონეთის პრეზიდენტთან კერსტი კალიულაიდთან და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორთან.
საქართველოს პრემიერს ვიზიტის მსვლელობისას თან ახლავს სახელმწიფო მინისტრი ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მხარობლიშვილი.
ესტონეთში საქართველოს ელჩმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას, ვინაიდან 1 ივლისიდან ესტონეთი ნახევარი წლით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
ამ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში განხილვები ძირითადად საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტებზე იქნება კონცენტრირებული, ასევე ბრიუსელის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამმიტის მოლოდინებზე. მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოს ნატოსთან მიერთების საკითხს, — თქვა ახვლედიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის მორიგი სამიტი ბრიუსელში 2017 წლის ნოემბერში გაირთება.