თბილისი, 12 მაისი — Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ნ. ჰ. დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 12,595 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ ნ.ჰ. სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).