თბილისი, 7 მაისი – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა შიდა ქართლში 1985 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევი ი.დ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 11 აბი და 16 ნატეხი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1448 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის 260–ე მუხლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.