სპეცოპერაცია ფონიჭალასა და გურჯაანში - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაახლოებით 13 გრამი ჰეროინი ამიღეს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალასა და გურჯაანში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით  ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულები არიან 1993 წელს დაბადებული სურამი მ., 1987 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რუსლან ი., 1990 წელს დაბადებული არაზ ა., 1983 წელს დაბადებული ელმადინ მ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიზადილ გ.

პოლიციამ სურამი მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას — 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღო. ასევე  არაზ ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს  3,2181 გრ ჰეროინი, ელმადინ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას — 22 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ნიზადილ გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას — 23 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, რუსლან ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 3,9872 გრ ჰეროინი და 1,5 გრ ფსიქოტროპული საშუალება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ნარკოტიკებისთვის დაკავებული საავადმყოფოში მოხვდა: ინციდენტის ვერსიები

პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი.

სულ ამოღებულია, დაახლოებით, 13 გრამი ჰეროინი.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ–ის 260–ე და 261–ე მუხლით, „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც  ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

უწყების განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით 33 პირი დააკავა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0