გარემოს დაცვის სამინისტრომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

© photo: Sputnik / Fred Greenberg / გადასვლა მედიაბანკშისამრეწველო პეიზაჟი ჭიათურასთან ახლოს
სამრეწველო პეიზაჟი ჭიათურასთან ახლოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დანიშნა, რომელიც ეკოლოგიური სიტუაციის გამოსწორების გეგმა–გრაფიკს წარმოადგენს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დანიშნა, რომელიც ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიის კუთხით არსებული პრობლემის გამოსწორებაზე იქნება პასუხისმგებელი.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური მმართველი სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, „ჯორჯიან მანგანეზში“ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით შეიყვანა.  

„კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით  გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად“, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის განხილვა - Sputnik საქართველო
საქართველოში "მწვანე ეკონომიკის" სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

უწყების ინფორმაციით, კომპანიამ გარემოს დაბინძურების კუთხით არათუ გამოასწორა მდგომარეობა, არამედ უფრო დაამძიმა, რაც ჭიათურასა და ზესტაფონში, „ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის“. 

კომპანიაში შეყვანილი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი – ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც, როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, კარგად იცნობს „ჯორჯიან მანგანეზში“ არსებულ პრობლემებს, სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე იქნება პასუხისმგებელი

გარემოს დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში საწარმოო პროცესის შეჩერების თავიდან ასარიდებლად, კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია.

„კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, არ ემუქრება დათხოვნა მომუშავე პერსონალს და ეტაპობრივად, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნება გეგმა-გრაფიკი სიტუაციის გამოსწორებისათვის“, – აღნიშნავს გარემოს დაცვის სამინისტრო.

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია, არის Georgian American Alloys-ის წევრი. მის შემადგენლობაში შედის კომპანიები: ჭიათურის მანგანუმის საბადოსა და მანგანუმის დამუშავების საწარმო, ზესტაფონის ფეროშენდობებისა და სილიკონმანგანეზის ქარხანა და ჰიდროელექტროსადგური ვარციხეჰესი.


ყველა ახალი ამბავი
0