თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისში, შემოქმედებით ცენტრ „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ. 8) 16 მაისს, 13:00 საათზე სლოვაკი სპეციალისტის პეტერ ლენის წიგნის „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს „ფაბრიკის“ რევიტალიზაციის პროექტის ავტორების შეხედულებებს თანამედროვე კულტურული სივრცეების განვითარებაზე და მონაწილეობა მიიღოს ღია დისკუსიაში.
პეტერ ლენი სლოვაკეთში დაიბადა 1986 წელს. ბრატისლავაში სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Slovak University of Technology) არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომის მიღებიდან რამდენიმე თვეში თანაკურსელ მეგობრებთან ერთად დააარსა სტუდია „20-21 architects“. თავის გუნდთან ერთად გაიმარჯვა რამდენიმე არქიტექტურულ კონკურსში, მოაწყო რამდენიმე კონკურსი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, ააგო რამდენიმე შენობა.
პეტერ ლენმა 2016 წელს ჟილინას მახლობლად გორაკზე გადასახედი ნაგებობის დიზაინში აიღო სლოვაკეთის არქიტექტორთა პალატის არქიტეტორული პრემია, აგრეთვე ნაციონალური პრემია ექსპერიმენტული კომუნიკაციის დიზაინისთვის – ქალაქ ჟილინას ისტორიული ცენტრის შესასვლელთან დასაყენებელი ანალოგური ეკრანის დიზაინში. გამოსცა „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურული ცენტრებისთვის“, რომელშიც მოცემული აქვს „ტრანსევროპული სივრცეების“ (Trans Europe Halles) წევრი კულტურული ცენტრების ურბანული, არქიტექტორული და დიზაინერული მახასიათებლები.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბრიტანეთის საბჭოს ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.com/events/1843301789327208/?notif_t=plan_user_invited¬if_id=1493969047359287