თბილისი, 12 მაისი — Sputnik. პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში აფეთქების შედეგად მსხვერპლი 25–მდე გაიზარდა, იუწყება საინფორმაციო სააგნეტო РИА Новости ტელეარხ Geo TV–ზე დაყრდნობით.
აფეთქება პარასკევს მოხდა. მიზანი სენატის ვიცე–თავმჯდომარე მაულანა აბდულ გაფურ ხაიდერის კორტეჟი იყო. ხაიდერი უმნიშვნელო ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე ცნობილია, რომ დაშავდა 35 ადამიანი.
პაკისტანის მასმედიის რიგი წარმომადგენლების მონაცემებით, ხაიდერი სერიოზულ ტრავმებს იმიტომ გადაურჩა, რომ თავისი ავტომობილით არ მგზავრობდა, მისი მძღოლი კი დაიღუპა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ასევე არაა დადგენილი, საუბარია თვითმკვლელ ტერორისტზე თუ ფუგასის აფეთქებაზე.