ქალს ისე უნდა ჩააცვა, რომ ყველას მისი გახდა უნდოდეს...

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიValentino
Valentino - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანზე ამოსვლის წინ, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ იმისთანა თვალწარმტაცი ვიქნები, იმნაირად გამოპრანჭული და ისეთი მიუკარებელი, რომ… ცოტა ხანს მაინც იდექით ვითომ გაოგნებული, დამუნჯებული და გაკვირვებულები ბრძანდებით… თორემ, აბა, ტყუილად ხომ არ გამოვეწყვე წითელ კვასკვასა კაბაში და თანაც, საშუალო ჩემოდნების ზომის ჩანთებს შეჩვეულს, პატარა და მოხდენილი კლაჩი მიკავია, ზედ ამოქარგული ასოთი — “V”…

მოკლედ, დაახლოებით, ასე გამოვიყურები…

რაღა თქმა უნდა, მიხვდით, რომ ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარია — მსოფლიოს წამყვანი მოდელიორი და დიზაინერი, რომლის კაბებში დაბრძანდებოდნენ და დაბრძანდებიან — ოდრი ჰეპბერნი, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი, ჯინა ლოლობრიჯიდა, ჟაკლინ კენედი, ირანის „იმპერატორშა“ ფარა დიბა, პრინცესა მარგარეტ როუზი და… დღეს აგერ მეც…

ეს გახლავთ ვალენტინო კლიმენტე ლუდოვიკო გარავანი (შემდგომში, უბრალოდ ვალენტინო), რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლი 11 მაისს, იტალიურ ქალაქ ვოგერაში…

მისი მშობლები — ტერეზა დე ბიაჯი და მაურო გარავანი ცდილობდნენ შვილი აღეზარდათ მკაცრი კათოლიკური ნორმების და წესების დაცვით… მომავალში კი მას ექიმის ან იურისტის პროფესიისთვის ამზადებდნენ… პატარა ვალენტინოს კი მუდმივად ფანქარი ეკავა ხელში და ყველგან — კედლებზე, რვეულის მინდვრებზე, საშრობებზე და წიგნების ყდებზე ხატავდა… კოსტუმებსა და კაბებს…

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ვალენტინოს მშობლები გაგებით რომ არ მოკიდებოდნენ მის ოცნებას — ცნობილი დიზაინერი გამხდარიყო… ვინ იცის, იქნებ ის დღეს სახელგანთქმული ქირუგი ყოფილიყო… ან ადვოკატი… აი, ერთში კი ნამდვილად ეჭვი არ მეპარება — ეს არაოდინალური და საინტერესო პიროვნება ცნობილი ნამდვილად გახდებოდა…

ვალენტინოს მამამ შეაგროვა ფული და დააფინანსა შვილის სწავლა ჯერ მილანის მოდების სახლში, შემდეგ კი პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლაში. პარიზში ვალენტინომ გაიცნო მოდის მეტრები ჟან დესე და ლი გაროში. მან კარგად აითვისა ჟან დესეს ერთი საინტერესო რჩევა: „ქალს ისე მიმზიდველად და მაცდურდ უნდა ჩააცვა, რომ ყველას ირგვლივ — მისი გახდა უნდოდეს“… სწორედ ეს სიტყვები შეარჩია საკუთარი სტილის მთავარ ლეიტმოტივად ვალენტინომ…

მის კოლქციებში ჭარბობს წელში გამოყვანილი სილუეტი, მდიდრული ორნამენტები, ჰაეროვანი ქსოვილები, ქალურობა და, რაც მთავარია — ხშირ შემთხვევაში წითელი ფერი…

ახლა, სავარაუდოდ, მიხვდით, რატომ დაგხვდით ამ დილაადრიან წითელში გამოწყობილი… სხვათაშორის, ვალენტინო ამტკიცებს, რომ წითელი ფერი უხდება აბსოლუტურად ყველა ქალს, უბრალოდ, მათ ავიწყდებათ, რომ წითელ ფერს ათასნაირი ნიუანსი გააჩნია და უნდა შეარჩიო შენთვის გამოსადეგი…

ვალენტინოს კოლექციებში გამოყენებული მართლაც საოცარი წითელი ფერი, მოდის მაესტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა და მას ქვია „Red Valentino”…

1960 წელს ვალენტინომ დაარეგისტრირა ბრენდი Valentino… და წარმოადგინა საკუთარი კოლექცია, რომლმაც მაღალი მოდის სამყაროში ნამდვილი ფურორი გამოიწვია… ვალენტინომ სულ ცოტა ხანში პატარა და მყუდრო ატელიე გადააქცია მოდის სახლად და გახსნა საკუთარი მაღაზია… ამ მაღაზიის პირველი კლიენტი კი გახლდათ შეუდარებელი ელიზაბეტ ტეილორი, რომელმაც, როგორც თავად იხსენებდა, იპოვა „თავისი“ კაბა… სწორედ ამ კაბაში გამოწყობილი დაესწრო ის ფილმ „სპარტაკის“ პრემიერას…

1962 წელის კი, ჟაკლინ კენედიმ, პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ, სწორედ ვალენტინოსთან შეუკვეთა 6 შავი კაბა…

მაგრამ დღეს ჯობია ვისაუბროთ სასიამოვნო რაღაცეებზე…

1967 წელს ვალენტინომ ჟაკლინ კენედის მიუძღვნა თავისი „თეთრი კოლექცია“ და ბევრი კრიტიკოსის შეფასებით, ეს კოლექცია, მისი შემდგომი წარმატებების მიუხედავად, საუკეთესო და შეუდარებელი დარჩა…

ამ კოლექციის შემდეგ, ვალენტინო გარკვული პერიოდის განმავლობაში გადავიდა თეთრ ფერზე (როგორც თავად მბობს „გაერთო თეთრით“) და შესაბამისად, გახდა უამრავი ვარსკვლავის და სამეფო პერსონისათვის შექმნილი საქორწილო კაბების ავტორი…

ვალენტინო ყოველთვის ყურადღების ცენტრშია… მას იწვვენ სხვადსხვა ღონისძიებებზე, მაგრამ, მისი თქმით, ყველაფერს ურჩევნია მშვიდი მუშაობა და საინტერესო წიგნის კითხვა…

ვისაც ვალენტინოს სახლში მოწვევის პატივი ერგო, აღნიშნავენ, რომ ის საოცრად სტუმართმოყვარეა… მის სახელგანთქმულ სადილებზე კი ყოველთვის განსაკუთრებით დახვეწილი მენიუა წარმოდგენილი და კლასიკური მუსიკა უკრავს…

სხვათაშორის, ერთ-ერთმა კრიტიკოსმა თქვა — „ვალენტინოს არ უყვრს მსახიობებთან მუშაობა, მათი კაპრიზებისგან იღლება… უყვარს სამეფო გვარის წარმომადგენლებისთვის მოდელების შექმნა, — ისინი მას ემორჩილებიან… თავად ვალენტინო კი — უყვარს ყველას“…

ვალენტინოს მოფლიოში სახელგანთქმულ კოლექციაში მრავალი იშვიათი ანტიკვარული ნივთია, — რუსი სამეფო ოჯახების ავეჯი, სურათები, ვერცხლის სამარილეები, 100-მდე უნიკალური ფაიფურის სერვიზი და სხვა… სხვათაშორის, ყოველდღე ის რომელიღაც ერთ სერვიზს ირჩევს…

დიზაინერს უყვარს ძაღლები, განსაკუთრებით კი — მოპსები… ამჟამდ ყავს 6 მოპსი და ყველას სახელი იწყება ასო „მ“-თი…

მოპსების გარდა, ვალენტინოს აქვს უძრავი ქონება რომში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ვერსალში, კაპრიზე… ის პირადი თვითმრინავის და იახტების მფლობელიცაა…

ღმერთმა შეარგოს!

კაცი, რომელიც საკუთარი ნიჭით დ შრომით აღწევს ოცნებას, ნამდვილად დასაფასებელია… თანაც, როდესაც მისი პროფესიაა ადამაინების და ესე იგი, სამყროს გალამაზება…

ახლა კი გთავაზობთ ვალენტინოს ბოლო კოლექციას…2017 წლის გაზაფხული-ზაფხული…

კლიპი საკმაოდ გრძელია — 17 წუთიანი…

ამიტომაც, გთავაზობთ — ქალბატონები აივანზე დარჩით — ვუყუროთ და განვიხილოთ, ხოლო, რაც შეეხება მამაკაცებს, — ჯობია სამსახურებში წაბრძანდეთ, რადგანაც თქვენმა ქალბატონებმა ვალენტინოს ბრენდი რომ ატარონ… ბევრი მუშაობაა საჭირო…

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ვალენტინოს კაბებივით ჰაეროვან დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0