სირცხვილი სიკვდილზე საშინელი იყო - ქალები ომში

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკში568-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის მფრინავი ქალები
568-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის მფრინავი ქალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
"შვილო, ბარგი შეგიკარი. წადი... წადი... ორი პატარა და გეზრდება. ვინ მოიყვანს ცოლად? ყველამ იცის, რომ ოთხი წელი ფრონტზე იყავი, კაცებთან..."

ქალი ომში, ომგამოვლილი ქალი — ახლა, 21-ე საუკუნეში ამას სხვაგვარად აღვიქვამთ, ვამაყობთ, მაშინ კი…

ამაზე არცერთი გაზეთი არ წერდა… არავინ ლაპარაკობდა… თვითონაც მალავდნენ, არც თვითონ უყვარდათ ამაზე ლაპარაკი… რა გადაიტანეს ქალებმა მეორე მსოფლიო ომში, რაზე ფიქრობდნენ ტყვიების ზუზუნში, რა აწუხებდათ ყველაზე მეტად…

© photo: Sputnik / Леонид Коробов / გადასვლა მედიაბანკშიმედდები მეორე მსოფლიო ომში
მედდები მეორე მსოფლიო ომში - Sputnik საქართველო
მედდები მეორე მსოფლიო ომში

ის, რაც სამხედრო ქალების მეხსიერებას შემორჩა მეორე მსოფლიო ომიდან, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნში — "ომს არა აქვს ქალის სახე".

"როცა მესამედ გამოჩნდა — ეს ხომ ერთი წამია, ხან გამოჩნდება, ხან მიიმალება — სროლა გადავწყვიტე. გადავწყვიტე, მაგრამ ფიქრმა გამიელვა: ეს ხომ ადამიანია, მტერია, მაგრამ მაინც… ხელები ამიკანკალდა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა… რაღაც შიშმა… ხანდახან ეს შეგრძნება ღამე ძილში ბრუნდება… ფანერის სამიზნეების შემდეგ ცოცხალ ადამიანს ესროლო, ძნელია. მას ხომ კარგად ვხედავ ოპტიკურ სამიზნეში, კარგად ვხედავ. თითქოს ახლოსაა… შინაგანად რაღაც მეწინააღმდეგება… რაღაც არ მიშვებს. ვერ გადამიწყვეტია. მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და სასხლეტს თითი გამოვკარი… მაშინვე არ გამოგვივიდა. ეს ქალის საქმე არაა — გძულდეს და კლავდე. ჩვენი საქმე არაა…"

"ფრონტზე სულ პატარები წავედით. გოგონები. ომში გავიზარდე. დედამ გამზომა… ათი სანტიმეტრით მოვიმატე სიმაღლეში…"

© photo: Sputnik / Израиль Озерский / გადასვლა მედიაბანკშისნაიპერი ლუდმილა პავლიჩენკო
სნაიპერი ლუდმილა პავლიჩენკო - Sputnik საქართველო
სნაიპერი ლუდმილა პავლიჩენკო

"მახსოვს, შვებულებაში გამიშვეს. სანამ დეიდასთან წავიდოდი, მაღაზიაში შევედი. ომამდე სიგიჟემდე მიყვარდა კანფეტები. ვეუბნები — კანფეტები მომეცით. გამყიდველი მიყურებს, როგორ გიჟს. არ მესმოდა, რა არის ტალონები, რა არის ბლოკადა? რიგში მდგარი ყველა ჩემკენ შემობრუნდა, მე კი ჩემზე დიდი შაშხანა მაქვს გადაკიდებული. როცა დაგვირიგეს, შევხედე და გავიფიქრე: "ამ შაშხანამდე როდის გავიზრდები?" ამ დროს ყველა გამყიდველს მიუბრუნდა — მიეცით კანფეტები. ჩვენს ტალონებს ჩამოაჭერით. და მომცეს კანფეტები".

"და პირველად ცხოვრებაში… ჩვენი… ქალური… დავინახე სისხლი და ყვირილი დავიწყე: დამჭრეს!… დაზვერვაში ჩვენთან ასაკოვანი ფერშალი მამაკაცი იყო. მომიბრუნდა და მეკითხება: — სად დაგჭრეს?— არ ვიცი… მაგრამ სისხლი… მამასავით ამიხსნა ყველაფერი… დაზვერვაში ომის შემდეგ კიდევ 15 წელი დავდიოდი. ყოველ ღამე. და სიზმარი ასეთია: ხან ავტომატი "გაიჭედა". ხან გერმანელებმა ალყა შემოგვარტყეს. გეღვიძება და კბილებს აღრჭიალებ. იხსენებს — სად ხარ? აქ თუ იქ?"

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიმეომარი ქალები მეორე მსოფლიო ომში
მეომარი ქალები მეორე მსოფლიო ომში - Sputnik საქართველო
მეომარი ქალები მეორე მსოფლიო ომში

"ფრონტზე მატერიალისტი, ათეისტი წავედი. კარგი საბჭოთა სკოლის მოსწავლე, რომელსაც კარგად ასწავლიდნენ. იქ კი… იქ ლოცვა დავიწყე… ყოველთვის ვლოცულობდი ბრძოლის წინ, ჩემს ლოცვებს ვკითხულობდი. სიტყვები მარტივი… ჩემი სიტყვები… აზრი ერთი, რომ დედიკოსა და მამიკოს დავუბრუნდე. ნამდვილი ლოცვები არ ვიცოდი და არც ბიბლიას ვკითხულობდი. ვერავინ ხედავდა, როგორ ვლოცულობდი. ჩუმად, ფრთხილად ვლოცულობდი… რადგან… მაშინ სხვანაირი ვიყავით. მაშინ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. გესმით?"

"… სულ ცეცხლიდან ოთხას ოთხმოცდაერთი დაჭრილი გამოვიყვანე. რომელიღაც ჟურნალისტმა დათვალა: მთელი ბატალიონი… გამოგვყავდა მამაკაცები, ჩვენზე ორ-სამჯერ უფრო მძიმეები. დაჭრილები კი უფრო მძიმდებიან. თვითონ ის უნდა გამოიყვანო, ასევე მისი იარაღი, მას კიდევ შინელი აცვია, ჩექმები. მოიგდებ მხრებზე ოთხმოც კილოგრამს და მიათრევ. დააგდებ… მიდიხარ შემდეგისთვის, ისევ 70-80 კილოგრამი… და ასე ხუთ-ექვსჯერ თითო შეტევაზე. შენ კი სულ 48 კილო ხარ — საბალეტო წონა. ახლა უკვე აღარ მჯერა…"

"შემდეგ დანაყოფის მეთაური გავხდი. მთელი დანაყოფი პატარა ბიჭებისგან შედგება. მთელი დღე კატერზე ვართ. კატერი პატარაა, იქ არანაირი ტუალეტი არაა. ბიჭებს შეუძლიათ პირდაპირ ბორტს მიღმა. მე რა ვქნა? ერთი ორჯერ იქამდე მივედი, რომ გადავხტი და ცურვა დავიწყე. ისინი ყვირიან: "მეთაური ბორტს მიღმა!" ამომიყვანენ. ასეთი ელემენტარული წვრილმანია… მაგრამ რა წვრილმანი ესაა? შემდეგ ვმკურნალობდი…"

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიქალთა სიკვდილის ბატალიონი ფიცის მიღების დროს
ქალთა სიკვდილის ბატალიონი ფიცის მიღების დროს - Sputnik საქართველო
ქალთა სიკვდილის ბატალიონი ფიცის მიღების დროს

"ჩემთვის ომში ყველაზე საშინელი მამაკაცის საცვლის ტარება იყო. საშინელება იყო. რაღაცნაირად… სიტყვები არ მყოფნის… ჯერ ერთი, ძალიან ულამაზოა… ომში ხარ, სამშობლოსთვის აპირებ სიკვდილს, შენ კი მამაკაცის საცვალი გაცვია. მოკლედ, სასაცილოდ გამოიყურები. მაშინ მამაკაცებს გრძელი ტრუსები ეცვათ. ღმერთო ჩემო! ზამთარშიცა და ზაფხულშიც. ოთხი წელი… გადავლახეთ საბჭოთა საზღვარი… პირველ პოლონურ სოფელთან, ახალი ტანსაცმელი ჩაგვაცვეს, ახალი აღჭურვილობა და… პირველად ქალის საცვლები და ბიუსტჰალტერები მოგვიტანეს. მთელი ომის განმავლობაში პირველად. ჰა-ჰა-ჰა.. გასაგებია… ქალის ნორმალური თეთრეული დავინახეთ… რატომ არ იცინი? ტირი… რატომ?"

"ის საყვარელ მამაკაცს გადაეფარა. ნაღმის ნამსხვრევები… როგორ მოასწრო? ლეიტენანტი პეტია ბოიჩევსკი გადაარჩინა. უყვარდა. ის გადარჩა. 30 წლის შემდეგ ბოიჩევსკი კრასნოდარიდან ჩამოვიდა და მიპოვა და ეს ყველაფერი მომიყვა. მასთან ერთად წავედით, მოვძებნეთ ის მინდორი, სადაც ტონია დაიღუპა. მან მისი საფლავიდან მიწა აიღო… მიჰქონდა და კოცნიდა… ხუთნი ვიყავით, გოგონები… დედასთან მხოლოდ მე დავბრუნდი…"

"ომის დროს სულ მეშინოდა, ფეხები არ დამესახიჩრებინა. ლამაზი ფეხები მქონდა. მამაკაცს რა? მისთვის ასე საშინელი არ არის, ფეხებიც რომ დაკარგოს. მაინც გმირია; საქმრო. ქალი დასახიჩრდება და… მისი ბედი გადაწყვეტილია… ქალის ბედი…"

"არ გვინდოდა, ჩვენზე ელაპარაკათ: "ოხ, ეს ქალები!", ამიტომ უფრო მეტს ვცდილობდით, უნდა დაგვემტკიცებინა, რომ მამაკაცებზე ნაკლები არ ვართ. ჩვენ დიდი ხანი დაგვყურებდნენ ზევიდან…"

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიესკადრილიის მეთაური აგნია პოლიანცევა
ესკადრილიის მეთაური აგნია პოლიანცევა - Sputnik საქართველო
ესკადრილიის მეთაური აგნია პოლიანცევა

"სამჯერ დამჭრეს და სამჯერ კონტუზია მივიღე. ომში ვინ რაზე ოცნებობდა და ვინ რაზე… მე კი ერთი რამ მინდოდა — დაბადების დღემდე მიმეღწია, რომ 18 წლის გავმხდარიყავი. რატომღაც მანამდე სიკვდილის მეშინოდა… დავდიოდი შარვალში, ქუდით, სულ დახეული, რადგან როდესაც სულ მუხლებზე ხოხავ, თან დაჭრილი ზურგზე გყავს მოკიდებული… არ მჯეროდა, რომ ოდესმე შეიძლებოდა ადგომა და მიწაზე გავლა და არა ხოხვა. ეს ოცნება იყო!"

"მივდივართ… ასე ორასი გოგონა, უკან ასევე ორასიოდე კაცი. ცხელა. ცხელი ზაფხულია. ოცდაათი კილომეტრი გვაქვს გასავლელი…საშინელი სიცხეა… ჩვენ მერე წითელი ლაქებია ქვიშაზე… წითელი კვალი… ჩვენი ამბებია… ჩვენი… აქ რას დამალავ? ჯარისკაცები უკან მოგვყვებიან და არ იმჩნევენ… ფეხქვეშ არ იყურებიან… შარვლები ზედ გვაშრებოდა… მინასავით ხდებოდა. გვჭრიდა… ჩვენ ხომ არაფერს გვაძლევდნენ… ხანდახან ჩავუსაფრდებოდით ხოლმე ჯარისკაცებს, როდის გაფენდნენ ბუჩქებზე პერანგებს. ერთი-ორს მოვიპარავდით ხოლმე… მერე მიხვდნენ, იცინოდნენ: "უფროსო, სხვა თეთრეული მოგვეცი. ჩვენი გოგონებმა წაიღეს". ბამბა და დოლბანდი დაჭრილებისთვის არ გვყოფნიდა… ქალის თეთრეული, ალბათ ორი წლის მერე გამოჩნდა. მამაკაცის საცვლებსა და პერანგებში დავდიოდით… ჩექმებში! ფეხებიც გვეხარშებოდა. როგორც იქნა მივაღწიეთ გასასვლელ ადგილს, სადაც ბორანი გველოდებოდა. დაიწყო დაბომბვა — საშინელი, კაცები — ზოგი სად იმალება, ზოგი სად. გვეძახიან… ჩვენ ბომბების ხმა არც გვესმის, ბომბებისთვის ვის სცალია, ჩქარა — მდინარეში. წყალში… წყალი! წყალი! ვისხედით იქ, სანამ არ "გავირეცხეთ"… ნამსხვრევების ქვეშ… აი, ასე… სირცხვილი სიკვდილზე საშინელი იყო. რამდენიმე გოგონა წყალში დაიღუპა…"

"როგორ დაგვხვდა სამშობლო? ქვითინის გარეშე ვერ ვიხსენებ… ორმოცი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ლოყები მეწვის. მამაკაცები დუმდნენ. ქალები კი… გვიყვიროდნენ: "ვიცით, იქ რასაც აკეთებდით! ჩვენ ქმრებს იტყუებდით. ფრონტის კახპები…, ძუკნები…" შეურაცხყოფას გვაყენებდნენ… მერე უნდა გვესწავლა, ნაზი ვყოფილიყავით, სუსტი და სათუთი. უჩვეულო იყო, რომ ვინმეს ჩემთვის ხელი გადაეხვია. მივეჩვიე, საკუთარ თავზე მე ვაგო პასუხი. ველოდებოდი ალერსიან სიტყვებს, მაგრამ არ მესმოდა. ფრონტზე კაცებს შორის — "კარგი" რუსული გინება. ამას მივეჩვიე".

© photo: Sputnik / Александр Фридлянский / გადასვლა მედიაბანკშიდიდი სამამულო ომი 1941-45 წწ.
დიდი სამამულო ომი 1941-45 წწ. - Sputnik საქართველო
დიდი სამამულო ომი 1941-45 წწ.

"ფეხები დავკარგე… მომაჭრეს… იქვე გადამარჩინეს, ტყეში… ოპერაცია ყველაზე პრიმიტიულ პირობებში ჩამიტარდა. დამაწვინეს მაგიდაზე, იოდიც კი არ იყო, უბრალო ხერხით მომახერხეს ფეხები, ორივე… იოდი არ არის. ექვსი კილომეტრის მოშორებით წავიდა იოდისთვის პარტიზანული რაზმი. მე კი ვწევარ მაგიდაზე. უნარკოზოდ… ნარკოზის ნაცვლად — ბოთლი არაყი… ქირურგი გვყავდა, თვითონაც ფეხები არ ჰქონდა. ჩემზე ამბობდა, სხვა ექიმებმა მითხრეს: "ქედს ვიხრი მის წინაშე. იმდენ კაცს გავუკეთე ოპერაცია, მაგრამ ასეთი არ მინახავს. ერთი არ დაუყვირია". თავს ვიკავებდი… მივეჩვიე, რომ ხალხში ძლიერი ვიყო…"

"სტალინგრადი… ორ დაჭრილს მივათრევ. ერთს გავიყვან, ვტოვებ, მერე მეორეს. მორიგეობით გამყავს, ძალიან მძიმედ არიან. დატოვება არ შეიძლება, სისხლისგან იცლებიან. ყოველი წუთი ძვირფასია. ცოტა მოშორებით რომ გავხოხდი, ნაკლები კვამლი იდგა და უცბად აღმოვაჩინე, რომ მივათრევ ერთ ტანკისტსა და ერთ გერმანელს… საშინელ დღეში ვარ: იქ ჩვენები იღუპებიან, მე კი გერმანელი უნდა გადავარჩინო… იმ კვამლში ვერ გავარჩიე… ვხედავ, ადამიანი კვდება, ყვირის… ორივე გამურულია, შავი. ერთნაირი არიან. აქ კი შევხედე — უცხო მედალიონი, საათი, ყველაფერი უცხოა… ახლა რა ვქნა? მივათრევ ჩვენს დაჭრილს და ვფიქრობ, დავბრუნდე გერმანელთან თუ არა. თუ მივატოვებ, მოკვდება. სისხლისგან დაიცლება. მივცოცდი მასთან და გავაგრძელე მათი გამოყვანა… არ შეიძლება, ერთი გული სიძულვილისთვის გქონდეს და მეორე — სიყვარულისთვის. ადამიანს ერთი გული აქვს".

"ჩემი მეგობარი… სამხედრო ფერშალი ქალი… სამჯერ დაიჭრა. დამთავრდა ომი, ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. ოჯახიდან ვერავინ ვეღარ იპოვა. ყველა დაეღუპა. ძალიან უჭირდა. ღამღამობით სადარბაზოებს რეცხავდა, რომ რამე ეჭამა. არავისთან ამბობდა, რომ ომის ინვალიდი იყო და შეღავათები აქვს. ყველა დოკუმენტი დახია. ვეკითხები: "რატომ დახიე?" ტირის: "ვინ მომიყვანდა ცოლად?" "რას იზამ, სწორად მოიქეცი". კიდევ უფრო ხმამაღლა ტირის: "ახლა ის ქაღალდები გამომადგებოდა. ავად ვარ". წარმოგიდგენიათ? ტირის".

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშიჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ლუდვიკ სვობოდა საბჭოთა არმიის ცენტრალურ ჯგუფს ესტუმრა
ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ლუდვიკ სვობოდა საბჭოთა არმიის ცენტრალურ ჯგუფს ესტუმრა - Sputnik საქართველო
ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ლუდვიკ სვობოდა საბჭოთა არმიის ცენტრალურ ჯგუფს ესტუმრა

"ეს მერე დაგვაფასეს, 30 წლის შემდეგ… შეხვედრებზე გვიწვევენ… პირველ ხანებში ვიმალებოდით, ჯილდოებსაც არ ვატარებდით. კაცები კი, მაგრამ ქალები — არა. კაცები — გამარჯვებულები, გმირები, საქმროები, მათ ჰქონდათ ომი, ჩვენ კი სულ სხვა თვალით გვიყურებდნენ. სულ სხვა თვალით… გეტყვით, ჩვენ გამარჯვება წაგვართვეს… ჩვენთან გამარჯვება არ გაიზიარეს… საწყენი იყო… გაუგებარი…"

"პირველი მედალი "სიმამაცისთვის"… დაიწყო ბრძოლა. გამჭოლი ცეცხლია. ჯარისკაცები ჩაწვნენ. ბრძანება: "წინ! სამშობლოსთვის!". ისინი წვანან. ისევ ბრძანება, ისევ წვანან. მოვიხადე ქუდი, რომ დაენახათ: გოგონა ადგა… ყველა ადგა და ჩავებით ბრძოლაში".

P.S. საქართველომ ომში 700 ათასამდე მებრძოლი გაგზავნა, რომელთა შორის 16 ათასი ქალი იყო. აქედან თითქმის ნახევარი უკან აღარ დაბრუნებულა…

ყველა ახალი ამბავი
0