თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები იმუშავებენ მხოლოდ და მხოლოდ დიზელის საწვავზე, ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სულ დედაქალაქში საშუალოდ 1800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელთაგან 101 გაზზე მუშაობდა. ეს სამარშრუტო ტაქსები დიზელის საწვავზე გადაიყვანეს.
2015 წლის გაზაფხულიდან თბილისის მერია სასამართლო დავას აწარმოებდა იმ კომპანიებთან, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის ნებართვით სარგებლობენ. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, სატრანსპორტო სამსახურმა მიკროავტობუსებში მოითხოვა საწვავის გაზის სისტემის დემონტაჟი, რომელიც საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით დამონტაჟდა.
შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაითვალისწინა, ხოლო კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება შეასრულეს.