კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლები გაფანტეს

© FB / STC Deltaსპეცილისტები ქართული წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარს მუხტავენ
სპეცილისტები ქართული წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარს მუხტავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლების დასამუშავებლად 292 რაკეტა გამოიყენეს.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" თანამშრომლებმა კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლები დაამუშავეს.

10 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან კახეთის რეგიონში დაფიქსირდა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, 4200 კვადრატული კილომეტრი საერთო ფართობით. ღრუბლის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს რაიონები. 14:30 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ს მიაღწია, სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომამ კი — 20 მმ-ს, ნათქვამია ცენტრის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კახეთში ვენახები გაანადგურა

ცენტრის თანამშრომლებმა სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავება ოთხშაბათს დღისით დაიწყეს და ხუთშაბათ დილით დაასრულეს. სულ გამოყენებულია 292 რაკეტა, დამუშავების შემდეგ ნალექი ინტენსიური წვიმის სახით მოვიდა.

კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა 2015 წლის გაზაფხულზე. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.

კახეთში 8 მაისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ 1500-მდე ჰექტარი ვენახი გაანადგურა. ვენახები და მიწის სავარგულები ყველაზე მეტად დაისეტყვა შემდეგ სოფლებში: ახაშენი, ზეგაანი, ჩუმლაყი, ველისციხე, ბაკურციხე და კარდენახი.

ყველა ახალი ამბავი
0