სეტყვამ კახეთში ვენახები გაანადგურა

© Flickr / Colin Busbyსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიამ დათვალა თუ რა ოდენობისაა სეტყვით მიყენებული ზარალი.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. კახეთში 8 მაისს მოსულმა სეტყვამ 1500-მდე ჰექტარი ვენახი გაანადგურა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ გურჯაანის საკრებულოში. 

სეტყვა - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: აღმოსავლეთში სეტყვაა მოსალოდნელი

ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიის მონაცემების მიხედვით, სეტყვამ გაანადგურა 770 ჰექტარი ვენახი, 710 ჰექტარი კურკოვანი და 15 ჰექტარი ერთწლიანი კულტურები.

 „ზოგიერთ ადგილას ზარალი 5%-ს აღწევს, ზოგან კი — 50%-ს. ზარალი მნიშვნელოვანია. კომისიამ მუშაობა დაასრულა. ჩვენი უფლებამოსილება იყო, რომ ზარალის ზოგადი სურათი აღგვეწერა", — განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ვენახები და მიწის სავარგულები ყველაზე მეტად დაისეტყვა შემდეგ სოფლებში: ახაშენი, ზეგაანი, ჩუმლაყი, ველისციხე, ბაკურციხე და კარდენახი.


ყველა ახალი ამბავი
0