თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, აღმოსავლეთ საქართველოში კი — სეტყვას.
ხუთშაბათი, 11 მაისი
დასავლეთ საქართველოში ძირითად ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 10-15, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით იქნება 2-7, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 18-23; მაღალ მთაში ღამით 3-8, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო.
თბილისში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროდადრო შესაძლოა, 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 13, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბო.
პარასკევი, 12 მაისი
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით; აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით, ხოლო აღმოსავლეთში დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 8-13, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით იქნება 0-5, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 16-21; მაღალ მთაში ღამით 0-5, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.
თბილისში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროდადრო შესაძლოა, 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 11, ხოლო დღისით — 18 გრადუსი სითბო.