უკანონო მრავალმილიონიანი მაქინაციები: საქართველოში დაკავებულია ბიზნესმენი

© photo: Sputnik / Ilya Pitalevდაკავება, არქივის ფოტო
დაკავება, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწარმე იხდიდა გადასახადებს, რომლებიც მის შემოსავლებს არ შეესაბამებოდა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქვეყნის ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების ბრალდებით, საქართველოში სამი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით ჯამში განახორციელა 8 158 225 ლარის ღირებულების ხილ- ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა, რითაც, სახელმწიფო ბიუჯეტს 653 852,10 ლარის ზიანი მიაყენა.

ვალუტა - Sputnik საქართველო
ყალბი ფულის დამზადება–გასაღების ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავეს

გარდა ამისა, მან, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად, საგადასახადო სამსახურში 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები წარადგინა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით ("ქონების მესაკუთრის ან მფლობელის დიდი ოდენობის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით"), და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0