ყალბი ფულის დამზადება–გასაღების ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerვალუტა
ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
100 და 200 ლარის ნომინალის ყალბ კუპიურებს ბრალდებულები საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ასაღებდნენ.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადება–გასაღების ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გამსაღებელი დააკავეს

საქმის მასალების თანახმად, ერთ-ერთი ბრალდებული ამზადებდა 100- და 200-ლარიან ყალბ კუპიურებს, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები ქვეყნის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში ასაღებდნენ. ბოროტმოქმედები ყალბი ფულით უბრალო ადამიანებთანაც ასწორებდნენ ანგარიშს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება", რაც შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის აპრილში 100 აშშ დოლარის ნომინალის ყალბი ფულის შეძენა-შენახვა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ მან ყალბი კუპიურები ქალაქ რუსთავში გაასაღა.

ყველა ახალი ამბავი
0