საქართველოში ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გამსაღებელი დააკავეს

გამოწერა
13600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი ფულის გასაღებისთვის დაკავებულ პირს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 13600 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ყალბ ფულს ქალაქ რუსთავში ასაღებდა.

ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება), რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0