თბილისის მეტროში დაკვამლიანება მოხდა

გამოწერა
ესკალატორებზე დაკვამლიანებასთან დაკავშირებით მეტროსადგურ "წერეთელთან" მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურების ბრიგადები.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროსადგური "წერეთელი" ესკალატორებზე დაკვამლიანების გამო დაკეტილია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო შეუფერხებლად მუშაობს

"ევაკუაცია, როგორც ასეთი, საჭირო არ გახდა. ესკალატორებზე მცირე დაკვამლიანება იყო და სადგური "წერეთელი" დროებით დაიკეტა მგზავრებისთვის. მატარებლები დაბრკოლების გარეშე მოძრაობენ. ყველა დანარჩენი სადგური ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს", — განაცხადა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ამჟამად მატარებლები სადგურ "წერეთელზე" არ ჩერდებიან.

ადგილზე ტექნიკური ბრიგადა გავიდა. იქვე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურების ბრიგადები.

ყველა ახალი ამბავი
0