თბილისის მეტრო შეუფერხებლად მუშაობს

CC BY 2.0 / Flickr/ James Emery / Train leaving Stationთბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროპოლიტენში მატარებლები ყველა მიმართულებით დაუბრკოლებლად მოძრაობენ.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, გუშინ გაჩენილი პრობლემები აღმოფხვრილია, აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის „ცხელ ხაზზე“.

გუშინ, საღამოს თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე — „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“, „ახმეტელის თეატრი“ — ძაბვის ცვალებადობის გამო საათნახევრის განმავლობაში მოძრაობა შეჩერდა.

„ამჟამად მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ძაბვასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაჭრილია“, — განაცხადა „ცხელი ხაზის“ ოპერატორმა.

მეტროპოლიტენი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
სიტუაცია თბილისის მეტროში: სამი სადგური არ მუშაობს

ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა მეტროპოლიტენით 40 წუთშია შესაძლებელი. ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0