სიტუაცია თბილისის მეტროში: სამი სადგური არ მუშაობს

გამოწერა
მატარებლების მოძრაობა მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე შეზღუდულია.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ძაბვის ვარდნის გამო მატარებლების მოძრაობა თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურში „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“ და „ახმეტელის თეატრი“ შეჩერებულია, იტყობინებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის „ცხელ ხაზზე“. 

„მატარებლები მოძრაობენ სადგურ „ღრმაღელემდე“, შემდეგ მოძრაობა შეჩერებულია ძაბვის ვარდნის გამო. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. როდის აღდგება მატარებლების მოძრაობა ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია“, — თქვა „ცხელი ხაზის“ ოპერატორმა. 

მეტროპოლიტენი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.

თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო შეზღუდვებით მუშაობს

ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა მეტროპოლიტენით 40 წუთშია შესაძლებელი. ამ დროისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილი და საბურთალოს. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრია. 


ყველა ახალი ამბავი
0