თბილისის მეტრო შეზღუდვებით მუშაობს

© photo: courtesy of Tbilisi Transport Companyთბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სატრანსპორტო კომპანია პირობას დებს, რომ მეტროს სრულფასოვანი მუშაობა უახლოს დროში აღდგება.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ტექნიკური მიზეზების გამო თბილისის სამ მეტროსადგურზე — „ისანი“, „სამგორი“ და „ვარკეთილი“ მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, ამის შესახებ მოქალაქეებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის „ცხელ ხაზზე“ უცხადებენ.

„პრობლემა ტექნიკურმა მიზეზებმა გამოიწვია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, — აცხადებენ კომპანიაში.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
2017 წლის მაისში თბილისში ახალი მეტროს სადგური ამუშავდება

კომპანიაში პირობას დებენ, რომ მეტროპოლიტენის სრულფასოვან მუშაობას რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღადგენენ.

მეტროპოლიტენი თბილისში ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სახეობაა. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მისი საშუალებით ერთ საათში შეიძლება გახვიდე.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზსა და 22 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძეა 53,7 კილომეტრი.

ყველა ახალი ამბავი
0