საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელს მართვის მოწმობა და ავტომობილი ჩამოართვეს

© FB / Empoli Fc Officialლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში აღებული მართვის მოწმობა და საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილი - ლევან მჭედლიძემ იტალიური კანონმდებლობა დაარღვია.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და იტალიური „ემპოლის“ თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მართვის მოწმობისა და ავტომობილის გარეშე დარჩა, იუწყება იტალიური გამოცემა iltirreno.gelocal.it

ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
მჭედლიძემ გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა

მჭედლიძე საგზაო პატრულმა გააჩერა და დოკუმენტები მოსთხოვა, რომელთა შემოწმების დროსაც აღმოჩნდა, რომ ქართველ თავდამსხმელს მართვის მოწმობა რუსეთში ჰქონდა აღებული, რაც იტალიის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, 2006 წლიდან ავტომფლობელებს იტალიაში აღებული მართვის მოწმობა უნდა ჰქონდეთ.

რაც შეეხება ავტომობილს, ის ერთი წლის წინ არის შეძენილი და საქართველოშია რეგისტრირებული. აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, ყველა სატრანსპორტო საშუალება იტალიაში უნდა იყოს გაფორმებული შეძენიდან ექვსი თვის განმავლობაში.

მჭედლიძემ ჯარიმა შემთხვევის ადგილზე გადაიხადა. ამასთან ერთად, თავდამსხმელმა უნდა აანაზღაუროს საბაჟო გადასახადი და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება ავტომობილი კანონიერ მფლობელს.

მჭედლიძე „ემპოლის“ სახელით 2008 წლიდან გამოდის. ამ სეზონზე თავდამსხმელმა „სერია А“-ში 15 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამყარა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0