გაჩეჩილაძე: "ევროვიზია" ჩემი ღირსი არ იყო

© REUTERS / Gleb Garanichთამარ გაჩაჩილაძე
თამარ გაჩაჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ "ევროვიზია მისი ღირსი არ იყო, ხოლო კონკურსი - ეს პოლიტიკაა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა "ევროვიზიაზე", მომღერალმა თამარ გაჩეჩილაძემ, რომელიც კიევში 9 მაისს დაწყებულ ფესტივალზე ფინალში ვერ გავიდა, თავისი დამარცხების შესახებ პირველი კომენტარები გააკეთა.

"ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!", — წერს Facebook-ის პირად გვერდზე გაჩეჩილაძე.

შემსრულებლის თქმით, ცხადია, რომ კონკურსზე საქართველო წელს საუკეთესო იყო, ეს ჩანდა ოვაციებიდან, აპლოდისმენტებიდან და კენჭისყრის შედეგებზე მაყურებლის რეაქციიდან.

"მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!:) ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა……!!! სამწუხაროდ", — დასძინა გაჩეჩილაძემ.

თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2017: საქართველო კონკურსის ფინალში ვერ გავიდა

ბოლოს გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს და აღნიშნა, რომ ამაყობს საკუთარი თავით და განსაკუთრებით იმით, რომ ქართველია.

თამარი პირველ ნახევარფინალში მეორე ნომრით გამოვიდა. მას დიზაინერ ლაშა ჯოხაძის გრძელი წითელი კაბა ეცვა. მომღერალმა მსმენელის წინაშე სიმღერა უნაკლოდ შეასრულა.

შედეგად, 18 მონაწილიდან ფინალში 10 გავიდა. ესენია: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი და ბელგია.

მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი — 13 მაისს.

საქართველოში შოუს ნახვა შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში 23:00 საათზე და ონლაინ — მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0