მეტროსადგურ „წერეთელზე" მუშაობა აღდგა

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა მეტროსადგურ „წერეთელზე“ ხარვეზები აღმოფხვრეს და ის უკვე ემსახურება მგზავრებს.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "წერეთლის" მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა. ის დროებით, ესკალატორებზე დაკვამლიანების გამო დაკეტილი იყო, ნათქვამია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, დილის 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანების გამო, დროებით შეიზღუდა მგზავრების მიღება.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტროში დაკვამლიანება მოხდა

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ხარვეზის აღმოფხვრა დროულად მოახერხეს, ასევე დეტალურად შეამოწმეს ესკალატორის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. წერეთლის სადგურზე მგზავრების გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა", — აღნიშნულია განცხადებაში.

სანამ სადგური „წერეთელი" დაკეტილი იყო, სხვა სადგურები მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურებოდნენ.

მეტროპოლიტენი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.

ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა მეტროპოლიტენით 40 წუთშია შესაძლებელი. ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0