თბილისი, 10 მაისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) დაიწყო კამპანია "წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის". კამპანიის ფარგლებში ორგანიზაცია ქართული ბიბლიოთეკების გახსნაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დახმარებას აპირებს, აღნიშნულია საიას ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
კამპანიის მიზანია წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე, სადაც არა მარტო წაიკითხავენ ქართულ წიგნებს, არამედ მოაწყობენ შეხვედრებსაც.
კამპანიას შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, სპორტსმენები და ბიზნესმენები.
კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ, რა დროსაც ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია), ემიგრანტებმა გამოთქვეს ბიბლიოთეკის შექმნის ან გამდიდრების სურვილი.
მსურველებს წიგნების მიტანა საიას ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.