საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში: უკანასკნელი ცნობები

© RIA Novosti . Александр Кряжевსამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ოთხშაბათს გახდება ცნობილი, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მუნ ჩჟე ინი.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik.  სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости.

ოთხშაბათს, ხმების დათვლის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც ოფიციალურად გამოცხადდება გამარჯვებული, რომელიც თანამდებობას შემდგომი ხუთი წლით დაიკავებს. სოციალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პოსტზე ძირითადი პრეტენდები არიან — დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მუნ ჩჟე ინი, რომელსაც გამოკითხულთა 42,4%-მა დაუჭირა მხარი, ცენტრისტული „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ან ჩხოლ სუ და კონსერვატიული ძალების წარმომადგენელი ხონ ჩჟუნ ფხიო, რომელთა რეიტინგებმა 18,6%-ს ვერ გადააჭარბეს. 

თბილისი - Sputnik საქართველო
სამხრეთ კორეამ თბილისში, შესაძლოა, დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნას

ეგზიტპოლების მიხედვით, მუნ ჩჟე ინი ლიდერობს.

ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა 13964 საარჩევნო უბანი და დარეგისტრირდა 42479710 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის მიზნით, სამხრეთ კორეაში 4-5 მაისს ვადამდელი კენჭისყრა ჩატარდა, 2014 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც ყველა მსურველს ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად, არჩევნების დღეზე ადრე ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევს.

საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ყოფილი მეთაური პაკ კინ ხე თანამდებობიდან ჩამოაშორეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და იმპიჩმენტის საფუძველზე, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა 2016 წლის ბოლოს გამოაცხადა. პაკ კინ ხეს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ქრთამის აღება ბრალდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0