თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ქვემო ქართლში, დმანისიდან 18 კილომეტრზე, სოფელ სოღუთლოში 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები სამშაბათს, თბილისის დროით 15:20 წუთზე დაფიქსირდა.
აღმოსავლეთ საქართველოში, ეს უკვე მეორე მიწისძვრაა, რომელიც სამშაბათს მოხდა. პირველად, 10:32 საათზე, სოფელ ფოკას ტერიტორიაზე, რომელიც რაიონულ ცენტრ დმანისიდან დაახლოებით 24 კმ-ში მდებარეობს, 3,1, მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ეს 1991 წლის 7 ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.