თბილისი, 9 მაისი — Sputnik. სოფელს ფოკას ტერიტორიაზე, რომელიც რაიონულ ცენტრ დმანისიდან დაახლოებით 24 კმ-ში მდებარეობს, 3,1, მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე.
მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 10:32 წუთზე დაფიქსირდა.
საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ეს 1991 წლის 7 ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.