„ღამის მგლებმა“ უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს

© Sputnik / Levan Avlabreli„ღამის მგლები“ თბილისში
„ღამის მგლები“ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ „ღამის მგლები“, რომლებსაც საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული აქციის ფარგლებში სურდათ შემოსვლა, მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არ შემოუშვეს.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. რუსეთის ბაიკერული კლუბის „ღამის მგლების“ ორი წარმომადგენელი ვაკის პარკში მივიდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო, სადაც დილიდან მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიებები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით.

„უკვე ბევრი წელია, აქ ჩამოვდივარ მეგობართან, რომლის ორი ბაბუა ყირიმში დაიღუპა. არ შეგვეძლო, რომ არ ჩამოვსულიყავით და პატივი არ მიგვეგო წინაპრების ხსოვნისთვის, რომლებიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მათ ხომ მსოფლიო იხსნეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა „ღამის მგელმა“. 

ვაკის პარკში გამართული ღონისძიების ერთმა მონაწილემ რუს ბაიკერებს აჩუქა მაისური ინგლისური წარწერით GEORGIA.

მოტოკლუბის წევრები - Sputnik საქართველო
"ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ „ღამის მგლები“, რომლებსაც საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული აქციის ფარგლებში სურდათ შემოსვლა, მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არ შემოუშვეს.

მოგვიანებით საქართველოს შსს-მ განმარტა, რომ ქართველ მესაზღვრეებს აქვთ უფლება, გამოიკითხონ საზღვრის გადმომკვეთის ვინაობა, მიზანი და სხვა საკითხები, შემდეგ კი გადაწყვიტონ, შემოუშვან ისინი ქვეყანაში თუ არა.

ყველა ახალი ამბავი
0