"ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმოტოკლუბის წევრები
მოტოკლუბის წევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-ში განმარტეს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შემოუშვეს რუსი ბაიკერები კლუბიდან Ночные волки (ღამის მგლები) ქვეყანაში.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ბაიკერების რუსული კლუბის Ночные волки მოტოციკლისტები, მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, საქართველოში არ შემოუშვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მას შემდეგ, რაც მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ღამის მგლებს" საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებით აქციის "გამარჯვების გზები — ბერლინისკენ" ფარგლებში სტუმრობა სურდათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ კომენტარები გააკეთა.

"დამშვიდდით, ისინი შემოსვლას არ აპირებენ", — განაცხადა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

"მოგეხსენებათ, არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ აქ ყოფნას. არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მესაზღვრეს აქვს დისკრეციული უფლება, გამოიკითხოს მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად გადაწყვეტილება მიიღონ", — განმარტა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

უფრო ადრე ხუციშვილმა განაცხადა, რომ "ღამის მგლების" საქართველოში შესაძლო სტუმრობის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს.

მოტოციკლისტმა რუსეთიდან დმიტრი ხრიპოვსკიმ გუშინ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში არ უშვებენ არა მხოლოდ ბაიკერების კლუბ "ღამის მგლების" წევრებს, არამედ რუსეთიდან გამგზავრებულ ყველა მოტოციკლისტს.

"დიახ, მოვიდა დადასტურება საზღვრიდან. მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტიციკლისტებისთვის შესვლა საქართველოში დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას, დაბრუნდნენ ვლადიკავკაზში", — დაწერა ხრიპოვსკიმ სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება თავად ბაიკერების აქციას "გამარჯვების გზები — ბერლინისკენ", ის 27 აპრილს დაიწყო. ბაიკერებმა უკვე მოიარეს მოსკოვი, სმოლენსკი, კატინი, მინსკი, ხატინი, ვარშავა და ვროცლავი. შემდეგ მარშრუტი გადის ქალაქებზე — ბუდაპეშტი, ბრატისლავა, პრაღა, დრეზდენი და ბერლინი.

ეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი მესამე აქციაა. კლუბი ბერლინამდე სრული შემადგენლობით ვერც ერთხელ ვერ ჩავიდა. პოლონელმა მესაზღვრეებმა "უსაფრთხოებიდან გამომდინარე" ბაიკერების შეშვებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ცალკეულმა მოტოციკლისტები მაინც ახერხებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას და ბერლინში ჩასვლას.

კლუბი "ღამის მგლები" 1989 წელს დაარსდა. მისი უცვლელი ლიდერია ალექსანდრ ზალდოსტანოვი მეტსახელად "ქირურგი".

"ღამის მგლები" მხარს უჭერენ ყირიმის რუსეთთან შეერთებას და ზოგადად, რუსეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში აშშ-მა და კანადამ მათ ეკონომიკური სანქციები დააკისრეს.

ყველა ახალი ამბავი
0