რუსთველის თეატრი და ქიმერების ნავსაყუდელი

© photo: Sputnik / Stringerშოთა რუთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
შოთა რუთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ ავტორი ეკატერინე მიქარიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შენობაზე გიამბობთ.

ნეტავი სცოდნოდა ინგლისელ კლასიკოსს, ოდესღაც მის მიერ ნათქვამი ფრაზა რამდენად ზუსტად გადმოსცემს საქართველოში მცხოვრები ადამიანების ხასიათს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ლამის აკვნიდან აქვთ გათავისებული ჭეშმარიტება „მთელი ჩვენი ცხოვრება — თამაშია, ჩვენ კი მსახიობები ვართ“. ეს არსებობის ერთგვარი ქრესტომატიული და ორგანული ფორმაა. სწორედ ამიტომ არის აქ ამდენი თეატრალური სტუდია, სარდაფი და ექსპერიმენტული სცენა. სად, თუ არა საქართველოში, სადაც ცხოვრობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არტისტული ერი, ასე წარმატებულად ყვავის თეატრალური ფიცარნაგების დიდი რაოდენობა?!

საქართველოს დედაქალაქში უბრალოდ ბევრი თეატრი კი არა, ძალიან ბევრია. მაგრამ ყველაზე მთავარია შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრი. გარეგნული პარამეტრებითაც ის აბსოლუტური ლიდერია. ამას მასიურ შესასვლელ კარებზე ლომის თავის ბარელიეფიც ადასტურებს. „ლომის თავი“ წარსულში ხშირად გამოიყენებოდა შენობების მორთვაში და, როგორც წესი, საკრალურ აზრსაც შეიცავდა. სხვადასხვა კულტურაში ამ ბარელიეფს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა, თუმცა მისი ძირითადი მნიშვნელობა მაინც ძალაუფლების სიმბოლო იყო.

© Sputnik / Denis Aslanovშოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დარბაზსის გაფორმება
Оформление зрительского зала в драматическом театре им. Шота Руставели - Sputnik საქართველო
შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დარბაზსის გაფორმება

რაც შეეხება შენობას, რომელშიც ბინადრობს თეატრი, ეს არის ყველაზე მეფური არქიტექტურული შენობა მთელ რუსთაველის გამზირზე. სწორედ ეს ჩანაფიქრი ჰქონდათ ავტორებსაც — შენობას დახვეწილი ფორმებით უნდა გაეოცებინა წარმოსახვა და მელპომენას მსახურთა მიმართ მოწიწება გამოეწვია. შიდა მორთულობის სიდიადე და სიმდიდრე გონებას დაგაკარგვინებთ. დღეს ეს დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ თეატრის პირველი მაყურებლები ინტერიერის ზედმეტ ფუფუნებას უჩიოდნენ კიდეც. თუმცა, საყვედურებს მალე შეეშვნენ და ქება-დიდება არ დააკლეს თეატრს და ამ თეატრის ხშირი სტუმრებიც გახდნენ.

რით დაიწყო თეატრალური ხელოვნება

ქართული თეატრის ისტორია სათავეს ანტიკური დროიდან იღებს. ამას უამრავი აღმოჩენილი არტეფაქტი მოწმობს. საქართველოში ქუჩის თეატრალური წარმოდგენებიც არსებობდა — „ბერიკაობა“ და „ყეენობა“. წარმოდგენები იმროვიზებულ ხასიათს ატარებდა, მოქმედებებს საფუძვლად ედო სცენარები, რომლებიც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში არსებობდა.

ბერიკაობის წარმოშობა უკავშირდება ბარაქისა და აღორძინების წარმართულ დღეობებს. რაც შეეხება ყეენობას, თეატრალური წარმოდგენის ამ სახეს საპროტესტო ხასიათი ჰქონდა. მსახიობები საქართველოს ისტორიიდან სხვადასხვა ეპიზოდებს დგამდნენ, რომლებშიც თავის დამპყრობლებს დასცინოდნენ. მაგალითად, შაჰ-აბასს ვირზე უკუღმად შესვამდნენ და ბინძურ ტლაპოში ჩააგდებდნენ. თეატრალური შემოსევა ქვეყანაზე თურქებისა და სპარსელების რეალურ შემოტევებს ახსენებდა. ყეენობაზე მასხარა-დამპყრობლებს დაამხობდნენ და შემდეგ მასობრივი სახალხო სეირნობა იწყებოდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი
Тбилисский Государственный академический театр им. Шота Руставели - Sputnik საქართველო
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი

ტფილისში პირველი თეატრის გახსნა კავკასიაში რუსეთის იმპერიის მეფისნაცვალმა მიხაილ ვორონცოვმა გადაწყვიტა. პირველი გიმნაზიის შენობაში 1850 წელს პირველი ქართული სპექტაკლი დადგეს. თეატრმა სულ ექვსი წელი იარსება და ამის შემდეგ თეატრალური ცხოვრება ტფილისში დიდი ხნით ჩაქრა. მხოლოდ ქართველი მწერლების ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის და ლადო მესხიშვილის დიდი მეცადინეობით მოხერხდა ქართული თეატრის აღორძინება. 1879 წლის თეატრალური სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვპოვე“. დრო გადიოდა, თეატრი იზრდებოდა, ფართოვდებოდა, აუდიტორიას იზიდავდა. მაგრამ ისევ შენობის გარეშე იყო.

მეცენატი თეატრალები

გულუხვი მეცენატობით ტფილისს ვერ გააკვირვებდი. მდიდარი ვაჭრები, რომლებიც საკუთარი ქალაქის მშენებლობისთვის ფულს წირავდნენ, XIX საუკუნეში ტფილისს ბევრი ახსოვს. მაგრამ თეატრალური ხელოვნების მოყვარე და ერთგულები მათ შორის ერთეულები იყვნენ. უფრო ზუსტად, ქალაქის მეხსიერებას მხოლოდ ერთ ასეთი გვარი შემორჩა. ეს არის მრეწველი თეატრალების პიტოევების ოჯახი.

ოჯახის უფროსს ეგორ პიტოევს თავადის წოდება ყირიმის ომის დროს სურსათითა და სამხედრო ტანსაცმლით ჯარის მომარაგების გამო უბოძეს. ტფილისის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს ეგორ პიტოევს ხუთი შვილი ჰყავდა. ოთხი ვაჟი და ერთი გოგო — მარგარიტა. ეს სახელი მრავალშვილიან ოჯახში ნიშანდობლივი აღმოჩნდა, რადგან იგივე სახელი თავის ქალიშვილებს ეგორის უფროსმა ვაჟმა ისაიმ და უმცროსმა ივანმა დაარქვეს. ფინანსური პრობლემები ამ დიდ ოჯახში არასდროს ყოფილა, ამიტომაც ყველა შვილმა ბრწყინვალე ევროპული განათლება მიიღო.

ისაი, რომელსაც, როგორც უფროს შვილს, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ტფილისში დარჩენილა და მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის კუთვნილ ნავთობის კომპანიას სათავეში ის ჩაუდგა. საქმეები კარგად მიჰყავდა და მილიონიანი ქონება გაუზრდია კიდეც. თუმცა, რაც არ უნდა ეკეთებინა ისაის, მის მთავარ გატაცებად თეატრი რჩებოდა. პარიზიდან დაბრუნებული უმცროსი ძმაც, ივან პიტოევი ქვეყნის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო და დროთა განმავლობაში სახაზინო ოპერის თეატრის, ამჟამინდელი ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი გამხდარა. ისაი კი თეატრის აშენებაზე ოცნებობდა. თუმცა, მისი მთავარი ოცნების ასრულებას სხვა მოვლენებმა გაუსწრეს წინ. 

ისაის ცხოვრებაში და ფიქრებში თეატრი იმდენად დიდ ადგილს იკავებდა, რომ მეუღლეც თეატრალური სივრციდან აირჩია. ოლგა მარქსი, ისევე, როგორც მისი მეუღლე, თეატრით იყო გატაცებული და მისი სულისჩამდგმელიც კი გახდა. ყველაფერი პატარა თეატრალური დასით დაიწყო, რომელიც პიტოევებმა თავის სახლში, პასკევიჩის ქუჩაზე დააარსეს. თეატრალური წრის დადგმები ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ წრე არტისტულ საზოგადოებად აქციეს. ძმებმა უძლიერესი თეატრალური დასი შემოიკრიბეს. მათი მოწვევით ტფილისში იყვნენ ჩამოსული ვერა კომისარჟევსკაია, მომღერალი ფიოდორ შალიაპინი, კომპოზიტორები მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი და პეტრე ჩაიკოვსკი. თეატრალური მოღვაწეობის მასშტაბები იზრდებოდა, არსებული აპარტამენტები კი საკმარისი უკვე აღარ იყო.

სწორედ ამ დროიდან სრულდება ისაი პიტოევის ძველი ოცნება. ის გოლოვინზე თეატრის მშენებლობას იწყებს. ქალაქის ხელისუფლებისგან მან მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც ძველად მუსლიმური სასაფლაო იყო და პროექტში იმ დროში განთქმული არქიტექტორები კორნელი ტატიშჩევი და ალექსანდრ შიმკევიჩი ჩართო. გვიანდელი ბაროკოს სტილში შესრულებული ბრწყინვალე არქიტექტურული შედევრის მშენებლობა სამ წელში დასრულდა. არტისტული საზოგადოება ახალ „სახლში“ უკვე 1901 წელს შესახლდა. თეატრის მშენებლობაზე, რომლის სცენაზეც შემდგომში წარდგნენ ქართული, სომხური და რუსული დასები, პიტოევმა მილიონნახევარი რუბლი დახარჯა.

ისაი პიტოევს თეატრთან დაკავშირებული უამრავი გრანდიოზული გეგმა ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ განხორციელება არ ეწერათ. 1904 წელს ისაი პიტოევი გარდაიცვალა. შემდეგ ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოსულან და პიტოევების თეატრალურ ოჯახს ევროპაში ემიგრაცია მოუწია. შენობა კი დარჩა და 1921 წელს თეატრს შოთა რუსთაველის სახელობის დრამის სახელმწიფო თეატრის სახელი მიენიჭა.

© Photo: courtesy of National Archives of Georgiaტფილისის სამსახიობო საზოგადოების შენობა, რომელიც ცნობილი მეცენატი ისაია პიტოევის დაფინანსებით აშენდა 1901 წელს. დღეს ამ შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრია განთავსებული
Здание Тифлисского артистического общества, отстроенного на деньги известного мецената Исая Питоева в 1901 году. Сегодня в этом здании расположен государственный академический драматический театр имени Шота Руставели - Sputnik საქართველო
ტფილისის სამსახიობო საზოგადოების შენობა, რომელიც ცნობილი მეცენატი ისაია პიტოევის დაფინანსებით აშენდა 1901 წელს. დღეს ამ შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრია განთავსებული

აუხდენელი ოცნებების სავანე

იყო რუსთაველის თეატრში და არ შეხვიდე ბოჰემური ლიტერატურული კაფე „ქიმერიონის“ დარბაზებში, ეს იგივეა, რომ იყო პარიზში და ეიფელის კოშკზე არ ახვიდე.

ჩემთვის ამ მიწისქვეშა სამეფოში მოხვედრა თეატრის მონახულების ყველაზე საინტერესო ნაწილია. თუნდაც იმიტომ, რომ იქ ყოფნა ყველაზე ადრინდელ ემოციებს აღძრავს. იმ ემოციებს, რომლებიც გვიჩნდებოდა, როდესაც ბავშვობაში თავგადასავლების მაძიებელთა კამპანიაში განძს მიწისქვეშეთში ვეძებდით.

© Sputnik / Levan Avlabreliშოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი: აფიშა შენობის შესასვლელში
Тбилисский Государственный академический театр им. Шота Руставели: афиша у входа в здание - Sputnik საქართველო
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი: აფიშა შენობის შესასვლელში

მიწისქვეშა ლაბირინთებში ვოიაჟს კიბით ვიწყებთ. ნელა მივუყვებით მარმარილოს ცივ საფეხურებს და ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლებად ვიხმაუროთ, რადგან არ გვინდა შევაწუხოთ აქაური მთვლემარე ქიმერები. აბა რა გეგონათ, კაფეს „ქიმერიონი“ ტყუილად უწოდეს?! აქ მითიური პერსონაჟები ბინადრობდნენ, რომლებიც აუხდენელ და აუსრულებელ ოცნებებს ასახიერებდნენ. ასე უწოდეს ამ ადგილს ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა, რომლებმაც ამ სახელწოდებაში გარკვეული აზრი ჩადეს. როგორც ჩანს, უკვე დანიშნულების ადგილზე ვართ, პირდაპირ თეატრის ქვეშ, არტ-კაფე „ქიმერიონში“.

© Sputnik / Denis Aslanovარტ-კაფე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის შენობაში
Арт-кафе в помещениях театра им. Шота Руставели - Sputnik საქართველო
არტ-კაფე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის შენობაში

მიწისქვეშა კომპლექსი წარმოადგენს ნახევრადმრგვალი სივრცეების სიმრავლეს, რომლებიც დიდ სვეტებს ეყრდნობა. თითქმის ყველა სვეტზე ფრესკებია, რომლებზეც ქიმერების სახით სხვადასხვა პერსონაჟებია გამოსახული. თითოეულ ნახევრადგუმბათოვან სივრცეს თითო მბჟუტავი ლამპიონი ანათებს. ზოგჯერ განათება თითქოსდა ზრდის სივრცეს და ვიწრო ოთახები გიგანტურ აპარტამენტებად იქცევა. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით არის. წყნარი ყვითელი ნათება ამცირებს სივრცეს და სიმყუდროვეს ქმნის. გინდა უბრალოდ მოკალათდე სადმე და ამ სიჩუმეს მოუსმინო. ჩვენ წინ მივიწევთ, რადგან წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი.

© Sputnik / Denis Aslanovნახატები და ფრესკები რუსთაველის შენობის კედლებზე
Рисунки и фрески на стенах внутренних помещений в театре Руставели - Sputnik საქართველო
ნახატები და ფრესკები რუსთაველის შენობის კედლებზე

პირველად ამ მიხვეულ-მოხვეულ გზაზე გვხვდება ფრესკა ბაყაყების გამოსახულებით. სინამდვილეში ეს მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები არიან, რომლებიც დროს ჭორაობაში ატარებენ. ეს აქ ერთადერთი ფრესკაა, რომელსაც ალეგორიული მნიშვნელობა გააჩნია. შემდეგ ვხედავთ მოსე თოიძის შესრულებულ ფრაგმენტს „აბესალომ და ეთერიდან“, მოსე თოიძის შვილის ირაკლი თოიძის ფერწერაც არის, რომელიც სამხედრო პლაკატების შესრულებით არის ცნობილი. ყველას ახსოვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ცნობილი პლაკატი „დედა-სამშობლო გიხმობს“ (Родина-мать зовет). მისი ავტორი ირაკლი თოიძეა. პლაკატზე მუშაობა მხატვარმა 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო, როდესაც ომის დაწყების შესახებ რადიოთი გამოცხადდა. დედა-სამშობლოში მხატვარმა თავისი დედა, თამარი გამოსახა.

© Sputnik / Denis Aslanovნახატები და ფრესკები რუსთაველის თეატრის კედლებზე
Рисунки и фрески на стенах внутренних помещений в театре Руставели - Sputnik საქართველო
ნახატები და ფრესკები რუსთაველის თეატრის კედლებზე

შემდეგ გვხვდება ლადო გუდიაშვილის და დავით კაკაბაძის ფრესკები, კედლის წარწერები, რომლებმაც კაფეს მაშინდელმა კლიენტებმა დატოვეს. აგრეთვე აქაურ კედლებს ამშვენებს ცნობილი რუსი მხატვრის სერგეი სუდეიკინის უამრავი ნამუშევარი.

© Sputnik / Denis Aslanovფიგურები რუსთაველის თეატრის ფოიეში
Фигуры в холле тбилисского драматического театра им. Шота Руставели - Sputnik საქართველო
ფიგურები რუსთაველის თეატრის ფოიეში

მაგრამ „ქიმერიონის“ მთავარი მარგალიტია ნეაპოლური დარბაზი, სადაც არის სრუტე, პომპეის სვეტები და ვეზუვის ყელიდან ამოსული მსუბუქი კვამლი. როგორც ჩანს, ამ დარბაზის აღდგენაზე რესტავრატორებს კარგა ხანს უმუშავიათ.

© Sputnik / Denis Aslanovნახატები და ფრესკები რუსთაველის თეატრის კედლებზე
Рисунки и фрески на стенах внутренних помещений в театре Руставели - Sputnik საქართველო
ნახატები და ფრესკები რუსთაველის თეატრის კედლებზე

„ქიმერიონის“ აღდგენა 1983 წელს დაიწყო. რესტავრატორი ამირან გოგლიძე საქმეს ისე შეუდგა, რომ თავისი წამოწყების წარმატების თვითონაც არ სჯეროდა. ბოლშევიკმა ფუნქციონერებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ კედლებში ოდესღაც გამეფებული თავისუფალი აზრების გამო „ქიმერიონის“ „დასჯა“ გადაწყვიტეს და ეს კედლები საღებავით გადაღებეს. თანაც არ დაეზარათ და ფრესკები საღებავის ცხრა ფენით დაფარეს – საბოლოოდ რომ გაენადგურებინათ, საკონტროლო გასროლით. სასწაულია, მაგრამ ფრესკები გადარჩენილა. თუმცა ყველა არა — 88 ფრესკიდან 44 გადარჩა. დანარჩენების აღდგენა ვერ მოხერხდა.

© Sputnik / Denis Aslanovნახატები და ფრესკები რუსთაველის სახელობის თეატრში
Рисунки и фрески на стенах внутренних помещений в театре Руставели - Sputnik საქართველო
ნახატები და ფრესკები რუსთაველის სახელობის თეატრში

ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად კი ის ფაქტი ჩავთვალე, რომ გარდა იმისა, რომ „ქიმერიონი“ მხატვრული ფასეულობების ნამდვილი საგანძურია, ის ძვირფას ზარდახშად მომეჩვენა, რომელიც სხვადასხვა ადამიანების ისტორიებს ინახავს, რომლებსაც თითქოსდა საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ მათ სწორედ რომ „ქიმერიონი“ აკავშირებს.

ძვირფასი ისტორიების ზარდახშა

XX საუკუნის დასაწყისია. თეატრში, რომელიც ისაი პიტოევმა არტისტული საზოგადოებისთვის ააგო, უკვე რამდენიმე წელია სპექტაკლები მიდის. ქუჩაში შეხვედრისას ადამიანები ერთმანეთს ესალმებიან და ეკითხებიან, ამ საღამოს თეატრში რომელი სპექტაკლი გადის. როგორი უცნაურიც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს დღეს, მაგრამ თეატრის მიწისქვეშა სართულზე ღარიბების სასადილო ფუნქციონირებდა. ამ სასადილოს ვინმე ბონდარენკო ამუშავებდა. მოგვიანებით სასადილო რესტორანმა შეცვალა, ფართი კი „ცისფერყანწელებს“ გადაეცა.

© Sputnik / Denis Aslanovნახატები და ფრესკები რუსთაველის თეატრის კედლებზე
Рисунки и фрески на стенах внутренних помещений в театре Руставели - Sputnik საქართველო
ნახატები და ფრესკები რუსთაველის თეატრის კედლებზე

ეს იყო მეამბოხე სულების საზოგადოება, რომლებიც ყოფა-ცხოვრების ნაცრისფერ რუტინას ვერ ეგუებოდნენ. ისინი ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდნენ. რევოლუცია უკვე მოხდა. ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ ახალ სისტემასთან თანამშრომლობა, დასავლეთში ემიგრაციაში წავიდნენ. ბოლშევიკურ ქვეყანას ხშირად საქართველოს გავლით ტოვებდნენ, აქედან თურქეთში მიემგზავრებოდნენ. ასე მოხვდა საქართველოში გავლით 1919 წლის აპრილში ცნობილი მხატვარი სერგეი სუდეიკინი.

ის ბათუმიდან ევროპაში გამგზავრებას აპირებდა. მხატვარი საქართველოში ჩამოვიდა მეუღლესთან, თეატრისა და კინოს მსახიობ ვერა ლურისთან (ქალიშვილობაში ბოსე) ერთად. მსახიობმა მხატვარი თეატრში გაიცნო. სერგეი იმდენად შეუყვარდა, რომ მის გამო კარიერა მიუტოვებია და მასთან პეტერბურგში დასახლებულა. 1918 წელს ისინი ხელს ყირიმში აწერენ, ერთი წლის შემდეგ კი ტფილისში ჩამოდიან. სუდეიკინი ტფილისში ავადმყოფი და უძლური ჩამოვიდა. ქართველი მწერლების საზოგადოება მას ძალიან თბილად დახვდა. მასზე იზრუნეს, მოუარეს და შემოქმედებისთვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნეს. პოეტებმა მას გამოფენა მოუწყვეს და არტ-კაფეს მოხატვა შესთავაზეს. სერგეი სუდეიკინი დათანხმდა. ერთი წლის შემდეგ მეუღლეები ბათუმიდან საფრანგეთში ემიგრაციაში გაემგზავრნენ. ბათუმიდან ისინი ჯერ მარსელში, შემდეგ კი პარიზში ჩავიდნენ.

© Sputnik / Denis Aslanovრუსთაველის თეატრის ინტერიერი
Внутренее убранство государственного драматического театра им. Шота Руставели - Sputnik საქართველო
რუსთაველის თეატრის ინტერიერი

1921 წელს ვერა სუდეიკინამ კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი გაიცნო და სერგეი სუდეიკინი მიატოვა. მხატვარი ამერიკაში მარტო ემიგრირებს, ვერა კი კომპოზიტორთან ერთად პარიზში რჩება…

სუდეიკინის მიერ მოხატულ „ქიმერიონშიც“ წყდება ბოჰემური ცხოვრება. სულ ახლახან ამ დიდ დარბაზებში იმართებოდა საღამოები, განხილვები, იკითხებოდა ახალი პოემები. კაფეს შუა ნაწილში აღმართული იყო მცირე სცენა, საიდანაც ლიტერატორები საკუთარ ქმნილებებს კითხულობდნენ. მათ შორის რუსი კლასიკოსი სერგეი ესენინიც ყოფილა. დღეს კი აქ სიჩუმემ დაისადგურა…

1949 წელს თეატრი მთლიანად დამწვარა. ხანძარს მხოლოდ ფასადი გადაურჩა. და როგორი დაუჯერებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს, გენერალისიმუსის ბრძანებით თეატრი მთლიანად აღადგინეს. აღადგინა იმ ქვეყანამ, რომელმაც ახლახან ომი გადაიტანა. „ქიმერიონის“ აღორძინებას მხოლოდ 80-იანი წლებიდან შეუდგნენ.

© Sputnik / Denis Aslanovრუსთაველის თეატრის ინტერიერი
Внутренее убранство государственного драматического театра им. Шота Руставели - Sputnik საქართველო
რუსთაველის თეატრის ინტერიერი

ქიმერებთან ჩვენი შეხვედრა ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. უკანასკნელი, რასაც ამჩნევს თვალი — „ქიმერიონის“ გუმბათოვან დარბაზებში მიმოფანტული ვარსკვლავები. როგორც ეს „ათას ერთ ღამეში“ იყო. და გეჩვენება, რომ ყველაფერი დანახული და გაგონილი — მხოლოდ ზღაპრული სიზმრის ნაწილია, რომელიც გაღვიძებისთანავე შეიძლება გაქრეს…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0