ქართული წარმოშობის ცნობილმა მომღერალმა ვალერი მელაძემ თბილისში საიუბილეო კონცერტი გამართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიულოცა მას მსმენელმა 50 წლის იუბილე კონცერტზე გამოსვლის დროს, როგორ გადასცეს ყვავილები და საჩუქრები და გადაიღეს სელფი.
ვალერი მელაძე საქართველოში ჩამოვიდა კონცერტების გასამართად, რომლებიც მის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. სპორტის სასახლეში გამართულ პირველ საიუბილეო კონცერტზე მსმენელებმა მომღერალს იუბილე მიულოცეს, აჩუქეს ყვავილები და საჩუქრები, ასევე მასთან ერთად იღებდნენ სამახსოვრო სელფებს.
კონცერტის მსვლელობისას ზოგიერთმა მსმენელმა მელაძესთან ერთად სცენაზე სიმღერაც მოახერხა, თუმცა ყველაზე ემოციური რეაქცია დამსწრე საზოგადოებას მაშინ ჰქონდა, როდესაც ქართულ სამოსში გამოწყობილმა პატარა გოგონამ მომღერალს მიულოცა და შავი ბოხოხი აჩუქა. ვალერი მელაძის კონცერტი პრაქტიკულად ანშლაგით ჩატარდა — ცარიელი იყო მხოლოდ იმ ადგილების ნაწილი, რომელთა ბილეთებიც ძვირი ღირდა.