საქართველოში მდინარეზე რუსი ექსტრემალი სპორტსმენი დაიღუპა

გამოწერა
რუსი ტურისტი მთის მდინარეზე ჯომარდობისას დაიღუპა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. რუსი სპორტსმენი, სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარული, სოფელ შემოქმედის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ბჟუჟზე დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთიდან ჩამოსული სპორტსმენთა ჯგუფი მთის მდინარეზე ეშვებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ექსტრემალის ნავი გადაბრუნდა. მაშველებმა გარდაცვლილის ცხედრის წყლიდან ამოყვანა მალევე მოახერხეს.

გამოძიების ძირითადი ვერსიით, ტურისტმა უსაფრთხოების წესები დაარღვია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსსკ-ის 115-ე მუხლით "თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0