მოძრაობის "წინ" ლიდერმა, საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
იხილეთ ფოტოკადრები, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ ემანუელ მაკრონსა და მის მოწინააღმდეგე მარინ ლე პენს არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებაზე.

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლუვრთან გამართულ საზეიმო მიტინგზე ამომრჩევლებს მიმართავს

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მომხრეები მის გამარჯვებას აღნიშნავენ

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხარდამჭერი არჩევნებზე

საფრანგეთის "ნაციონალური პარტიი" კანდიდატი მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას აღიარებს საკუთარ საარჩევნო შტაბში

პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენის მხარდამჭერი ტირის მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოცხადდა

ემანუელ მაკრონის მომხრეები მარსელის საარჩევნო შტაბში არჩევნების შედეგებს აღნიშნავენ

დემონსტრანტებს უჭირავთ პლაკატი ლოზუნგით "სოციალური ბრძოლა"

საფრანგეთის პოლიცია პარიზის ქუჩებში გამოვიდა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ემანუელ მაკრონის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებდნენ

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლე ბრიჟიტ მაკრონთან ერთად ამომრჩევლებს მიმართავს

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სიტყვით გამოდის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ