კახეთის რეგიონს რუსი ექსპერტები და ბიზნესმენები ესტუმრნენ და ქართული მეღვინეობის თავისებურებებს გაეცნნენ. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ რუსი დელეგაციის ჩაიარა ღვინის ქარხნებში სტუმრობამ.
რუსი ექსპერტებისა და ბიზნესმენების დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში შავი ზღვის ფორუმის მეღვინეობის ბიზნეს-მისიის ფარგლებში. ღონისძიება პრიმაკოვის ცენტრისა გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიური ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. ბიზნეს-მისიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა, ბიზნესმენებმა და მეღვინეებმა.
ბიზნეს მისიის ფარგლებში თბილისში გაიმართა კონფერენცია და შეხვედრები, რომლებიც საქართველოში ღვინის წარმოებისა და ამ კუთხით რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებას მიეძღვნა. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორი არის საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველო".
კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, რუსული დელეგაციისათვის ორგანიზებული იყო ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის ქარხნების დათვალიერება, რათა რუს წარმომადგენლებს ადგილზევე ჰქონოდათ საშუალება ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიას გაცნობოდნენ.