საავტორო სიმღერის თბილისის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მოწოდებულია პოპულარიზება გაუწიოს საავტორო სიმღერას, ანუ ბარდების მუსიკას, თბილისში პირველად 2014 წელს ჩატარდა. პირველ წელს ის ცნობილ პოეტს, ბარდსა და კომპოზიტორ ბულატ ოკუჯავას მიეძღვნა, მეორე, 2015 წელს — მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილეს. 2016 წელს ფესტივალი არ გამართულა.
წელს ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი Русский клуб ფონდ Русский мир-ის ფინანსური მხარდაჭერით, იმართება სლოგანით „ვერცხლის საუკუნიდან ციფრულ სამყარომდე" და ეძღვნება გამარჯვების დღეს. ფესტივალში მონაწილეობს 15 უცხოელი და 10 ქართველი ბარდი. ქართველთა შორის არიან გოგა ჭყონია, ვახტანგ აროშიძე, რობ ავადიაევი, ირინა პაროშინა, ოლეგ მჭედლიშვილი, მიხეილ ზაქარიაშვილი, აკაკი გაჩეჩილაძე, ირმა სოხაძე და სხვ.
პრესკონფერენციის მონაწილეები:
— რობ ავადიაევი
— ვახტანგ აროშიძე
— დმიტრი კიმელფელდი
— დმიტრი ბიკჩენტაევი
— ჯავიდ იმამვერდიევი
ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.
მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.
თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com