გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა!
"ამ პოლიტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს, რადგან ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ქართული საზოგადოება აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყანა, ყველაზე თამამ ნაბიჯებს დგამს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებისა და პარტნიორების ორგანიზებით რიყის პარკში გაიმართა.