ექსპერტი სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას არ გამორიცხავს

© FB/ David Kikvidzeდავით კიკვიძე
დავით კიკვიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური რაოდენობა 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კომერციული ბანკებისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის გაზარდა სამომხმარებლო ბაზარზე ძალიან დიდ გავლენას არ მოახდენს, მიაჩნია საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს. 

„მოსალოდნელია სესხებზე გარკვეულწილად საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რათა ბანკებმა შეძლონ შემცირებული გაუნაწილებელი მოგების კომპენსირება თუმცა მთლიანობაში ვფიქრობ, რომ  ეს გადაწყვეტილება სამომხმარებლო ბაზარზე ძალიან დიდ გავლენას არ იქონიებს“ — განაცხადა დავით კიკვიძემ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა ამჟამად დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ მინშვნელოვანია კომერციული ბანკების ლიკვიდურობის ზრდის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, ამით ეროვნული ბანკი საქართელოში ნერგვას „ბაზელ 3»-ის სარეკომენდაციო პაკეტს, სადაც დიდი ალბათობით საზედამხედველო კაპიტალის ზრდა არის გათვალისწინებული“- აღნიშნა დავით კიკვიძემ. 

ექსპერტის განმარტებით ბაზელის კომიტეტი ეს არის საერთაშორი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს აერთიანებს. 

„ორგანიზაციის წევრები რამდენიმე წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და ფინანსურის სისტემის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობენ. შედეგად კი შეიმუშავებენ ე.წ სამოქმედო გეგმას, რომელის მიხედვითაც უნდა იმუშავონ ბაზელის კომიტეტში გაწევრიანებულმა ქვეყნებმა", —აღნიშნა ექსპერტმა „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ორგანიზაციას სულ სამი სარეკომენდაციო პაკეტი აქვს გამოცემული. მათგან ბოლო —„ბაზელ —3“ ბანკების ლიკვიდურობას, გამჭვირვალეობას, რისკების შეფასებას, რეპორტინგს და ა.შ. ითვალისწინებს. 

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაზარდა

საბანკო ლიკვიდურობა ექპერტის განმარტებით, ეს ბანკების ვალდებულებების გადახდისუნარიანობაა. 

„ეროვნული ბანკის ეს რეგულაცია მთლიანობაში ფინანსური სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, თუმცა მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია  თუ რა გავლენას იქონიებს სამომხმარებლო ბაზარზე, რადგან ბანკებს მოუწევთ გაუნაწილებელი მოგებიდან მეტი თანხების გადატანა საზედამხედველო კაპიტალში, რაც რეალურად მათ გაუნაწილებელ მოგებას შეამცირებს,» — განაცხადა დავით კიკვიძემ. 

სებ-ის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 50 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს. ამასთან, ბრძანების გამოცემამდე საქართველოში უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკებისთვის დაწესდა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადები სამ ეტაპად, რომელთა მიხედვითაც მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის, არანაკლებ 40 მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის და არანაკლებ 50 მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილების მიზანი დაბალი კაპიტალიზაციის მქონე ბანკებში რისკის გაზრდის მოტივაციის შეზღუდვა და სისტემაში ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტების შემოსვლა, რამაც საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის განამტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში არსებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში და არ შეესაბამება ქვეყნისა და მისი ფინანსური სექტორის განვითარების დონეს. ცვლილება მხარდაჭერილი იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0